ბელარუსში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. მას უშიშროების საბჭოს სახელმწიფო სამდივნო ხელმძღვანელობს. ქვეყანამ გამოაცხადა მოქალაქეების გადაადგილების დროებითი შეზღუდვა. შემოწმების დაწყების ბრძანება პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გასცა.
ბელარუსის მაცხოვრებლები გააფრთხილეს გარკვეულ გზებსა და მონაკვეთებზე მოძრაობის დროებითი შეზღუდვის შესახებ, სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის გადაადგილების გამო.
დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბელარუსიაში ჩავიდა და ლუკაშენკოს შეხვდა. ამის შემდეგ, 7 დეკემბერს, ბელარუსის ხელისუფლებამ დაიწყო ჯარების და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება „კონტრტერორისტული საფრთხეების“ მიზეზით. ძალების გადასროლის მიმართულება არ დაკონკრეტებულა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბელარუსს სავარაუდოდ ლუკაშენკოზე ზეწოლის მოახდენად ეწვია, რათა გააგრძელოს რუსეთის შეჭრის მხარდაჭერა უკრაინაში, წერენ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. ინსტიტუტმა ადრე აღნიშნა, რომ ბელარუსის ჩართვა უკრაინის ომში ნაკლებად სავარაუდოა.