ბელორუსის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებმა დაამტკიცეს კანონი, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯის მუხლის ამოქმედებას იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს ღალატში არიან ბრალდებულები.
სიკვდილის დასჯის გამოყენების შესაძლებლობა გათვალისწინებულია იმ საჯარო თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ვინც სახელმწიფოს ღალატი ჩაიდინა, ინფორმაციას რუსული და ბელარუსული მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას მათთვის, ვინც მშვიდობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში იქნება ბრალდებული.
მას შემდეგ რაც კანონს რესპუბლიკის საბჭო (ზედა პალატა) დაამტკიცებს, მას პრეზიდენტი ლუკაშენკო მოაწერს ხელს.