საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდებს, რუსეთს საკუთარი ძალების ბელარუსიდან გაყვანა რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს.
”ეს ჯარები აწარმოებენ ცალმხრივ და უსამართლო ომს”, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ბელარუსი და უკრაინელი ხალხების ძმობამ უარი უნდა ათქმევინოს ბელარუსს „რუსეთის ვასლობაზე და უკრაინის წინააღმდეგ ომში დე ფაქტო თანამონაწილეობაზე.“
საფრანგეთის ლიდერმა გააფრთხილა ლუკაშენკო ქვეყანაში რუსული ბირთვული იარაღის განლაგების ნებართვის დაუშვებლობის შესახებ.
მაკრონმა ხაზი გაუსვა ბელორუსიასა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარების აუცილებლობას უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.