ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ვიკტორ გულევიჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ ბელარუსის საზღვართან 20 000 სამხედროს მოუყარა თავი და ეს რეაგირებას საჭიროებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით... სპეციალური ოპერაციების ძალების სამხრეთის მიმართულების ქვედანაყოფები ტაქტიკურ მიმართულებებზე განლაგდებიან“, – განმარტა გულევიჩმა. მისი განცხადება ბელარუსის თავდაცვის უწყების Telegram-გვერდზეა განთავსებული.