Belavia-ს შესაძლოა რუსეთში შეუზღუდავი ფრენების უფლება მისცენ - რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთვის

Belavia-ს შესაძლოა რუსეთში შეუზღუდავი ფრენების უფლება მისცენ - რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთვის

access_time2023-01-31 19:30:38

Belavia შესაძლოა რუსეთში შეუზღუდავ ფრენებზე დაუშვან. როგორც რუსულმა მედია წერს,  საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო განიხილავს Belavia-ს რუსეთის მიმართულებით ფრენებზე ყველა შეზღუდვა მოუხსნას.



ავიაკომპანიები მიიჩნევენ, რომ ბელარუსი კონკურენტისთვის მსგავსი უფლებების მინიჭება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგივე პირობები იქნება რუსული კომპანიებისთვისაც. სექტორში მიიჩნევენ, რომ ერთადერთი სარგებელი რუსული კომპანიებისთვის შეიძლება იყოს, ტრაფიკის გაზრდა რუსეთის რეგიონებიდან მინსკში, შემდგომში მათი საქართველოში ტრანსფერისთვის.  თუმცა ძირითადი ნაკადი მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან კვლავ ერევნის გავლით გაფრინდება.

 

 

 

როგორც რუსული მედია წერს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ავიაკომპანიებს შესაბამისი შეტყობინებები გასულ კვირას გაუგზავნა, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად.

  

 

 

ტრანსპორტის სამინისტროსთან დაახლოებული წყარო რუსულ მედიასთან აზუსტებს, რომ საუბარია ბელარუსული მხარისთვის რუსეთის ფედერაციის ქალაქებში ფრენების რაოდენობაზე და მათთვის ხელმისაწვდომ მიმართულებებზე შეზღუდვების მოხსნაზე.


 



კაბოტაჟი (სატრანსპორტო ოპერაცია ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის) მაგალითად,  მინსკი-სანკტ-პეტერბურგი-ყაზანი და ცის მე-7 თავისუფლება (იგი იძლევა უფლებას გადაიყვანოს მგზავრები და გადაიტანოს ტვირთი ორ უცხო ქვეყანას შორის საკუთარ ქვეყანაში ფრენის გაგრძელების გარეშე) მაგალითად, მინსკი-სანკტ-პეტერბურგი-თბილისი ჯერჯერობით არ იგულისხმება.

 

 

რუსულ ავიაკომპანიებში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის შიდა საჰაერო ხაზებზე დამატებითი სიმძლავრების აუცილებლობა არ არსებობს. ბელარუსთან დაკავშირებით  დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კი რუსული ავიაკომპანიები  აუცილებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში მარშრუტების განაწილების პარიტეტის შენარჩუნებას.

 

  

როგორც რუსული მედია წერს, თუ რუსეთის  საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ითვალისწინებს Belavia-ს უფლებების შემდგომ გაფართოებას ცის მე-7 თავისუფლებაში, მაშინ პოტენციურად გადამზიდველს შეეძლება გახსნას პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციიდან მისთვის ხელმისაწვდომ საქართველოს 3 აეროპორტში, თუმცა წყაროს თქმით, სააგენტოში ეჭვობენ, რომ ქართული მხარე მთავრობათაშორის ხელშეკრულებებში მსგავს ცვლილებაზე წავა.

 

  

ბელავიას ფრენების გეოგრაფიაში საქართველო ერთადერთი კონკურენტული უპირატესობაა. დანარჩენი ქვეყნების სია, რუსეთთან შედარებით, უფრო მწირია

 

  

მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან მინსკის გავლით საქართველოში ფრენების სარგებელი დოკირების სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული: ჰაერში მგზავრები ერთი საათით მეტხანს დარჩებიან ვიდრე ერევნის გავლით და გადაიხდიან 1-2 ათას რუბლით მეტს.

 

 

 


თეგები:
Belavia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up