ბელგიამ 2022 წელს 625 მილიონი ევრო მიიღო გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლების დაბეგვრის შედეგად. ამის შესახებ Le Soir-ი წერს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ბოლო აუდიტის შედეგად ბელგიის მთავრობამ გაუთვალისწინებელი შემოსავლის მნიშვნელოვანი მოცულობა წარმოადგინა. საუბარია რუსეთის გაყინული ფინანსური აქტივების დაბეგვრიდან მიღებულ 625 მილიონ ევროზე.
Le Soir წერს, რომ ბელგიაში გაყინულია 250,6 მილიარდი რუსული აქტივი, რომელიც საერთაშორისო დეპოზიტარ Euroclear-ის მეშვეობითაა განთავსებული. Euroclear-მა ეს ფული რეინვესტირება მოახდინა და შედეგად მიიღო გაუთვალისწინებელი შემოსავალი 821 მილიონი ევროს ოდენობით. რაც შემდეგში დაიბეგრა.
ბელგიის ხაზინის უფროსმა ალექსანდრ დე გესტმა ადრე განაცხადა, რომ ბელგიაში გაყინული რუსული სახსრებიდან 191,9 მილიარდი ევრო დაკავშირებულია ტრანზაქციებთან. 58,7 მილიარდი ევრო აქტივებში კი ძირითადად ფასიანი ქაღალდების სახითაა წარმოდგენილი.