ბელგია საქართველოს საჩუქრად გადასცემს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას

ბელგია საქართველოს საჩუქრად გადასცემს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას

access_time2021-08-04 18:00:00

ბელგია საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას საჩუქრად გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე ბელგია, ძირითადად კოვაქსის პლატფორმის გავლით, მესამე ქვეყნებისთვის 4 მილიონი დოზა კოვიდვაქცინის დონაციას გეგმავს.



ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველ რიგში ასტრაზენეკას ვაქცინების 168,000 დოზა უკრაინაში გაიგზავნება. ამას მოჰყვება 225,600 დოზა კოსოვოს, სომხეთისა და საქართველოსთვის. ამ ეტაპზე არ ზუსტდება, კონკრეტულად რა რაოდენობის ვაქცინას მიიღებს აღნიშნული სამი ქვეყნიდან თითოეული.



ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბელგია ვაქცინებით დაეხმარება ასევე აფრიკის, დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს. დახმარების პრიორიტეტებს შორისაა ასევე ბელგიის განვითარების თანამშრომლობის 14 პარტნიორი ქვეყანა. სამინისტროს განმარტებით, ვაქცინებით დონაციისას მხედველობაში იქნება მიღებული დახმარების პოტენციურ მიმღებ ქვეყნებში არსებული ჯანდაცვის მდგომარეობა და ვაქცინაციის შესაძლებლობები.



საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა ოთხი პრეპარატითაა შესაძლებელი. ესენია „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“.




4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 542 639 აცრაა ჩატარებული, აქედან სრულად აცრილია 171 908 ადამიანი.



გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი, 1934-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.



2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 432 903 შემთხვევა. მათგან 390 827 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5948 ადამიანი.


www.radiotavisupleba.ge





თეგები:
ვაქცინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up