ბელგიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ბელგიამ 58 მლრდ ევროს რუსული აქტივები გაყინა და 191 მლრდ ევროს რუსული ტრანზაქციები დაბლოკა. ნათქვამია სამინისტროს ვებვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
25 თებერვალს მიღებული ანტირუსული სანქციების მე-10 პაკეტი ევროპულ ბანკებს ავალდებულებს, რომ თავიანთ ეროვნულ რეგულატორებსა და ევროკომისიას, მათ ბალანსზე არსებული და დაბლოკილი რუსული სახსრების შესახებ აცნობონ. ამ გზით უნდა მოხდეს გაყინული თანხების ინვენტარიზაცია, რომლის კონფისკაციასაც შემდეგ ევროსაბჭო მოახდენს და სახსრებს უკრაინის აღსადგენად მიმართავს. შესაბამისი კანონმდებლობის შესაქმნელად ბრიუსელი ინტენსიურად მუშაობს.