2022 წელს, ანტირუსული სანქციების ფარგლებში, დაახლოებით 50 მილიარდის რუსული აქტივები დაიბლოკა ბელგიაში. ამის შესახებ გაზეთი Эко იტყობინება.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის გარდა, ქვეყნის საბაჟო ორგანოები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ გადაზიდვებს სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყნებს, გამოცემის ინფორმაციით, ხშირად, ანტირუსული სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბელგიის ხელისუფლება ახორციელებს 30-მდე საბაჟო შემოწმებას ქვეყნის პორტების გავლით საეჭვო საექსპორტო და იმპორტის კონტეინერების გადაზიდვის ფაქტებზე, რომლებშიც შეიძლება ევროკავშირის სავაჭრო სანქციების დარღვევა იყოს.
კერძოდ, საუბარია სათადარიგო ნაწილებზე, ელექტრონულ კომპონენტებზე, ფოლადისა და ქიმიური მრეწველობის პროდუქტებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო წარმოებაში, სამედიცინო აღჭურვილობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებში. გარდა ამისა, საბაჟო ორგანოები რუსეთიდან ფოლადის, ოქროსა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის არაერთ საქმეს იძიებენ.
გაზეთის ცნობით, გასულ წელს ბელგიაში რუსეთისკენ მიმავალი 27 000 კონტეინერი საფუძვლიანი შემოწმებისთვის დაიბლოკა. დაბლოკილი რჩება კიდევ 500-მდე კონტეინერი.