ბელგოროდის ნავთობბაზაზე 21 მლნ ლიტრი საწვავი განადგურდა

ბელგოროდის ნავთობბაზაზე 21 მლნ ლიტრი საწვავი განადგურდა

access_time2022-04-01 16:15:10

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო იერიში ბოლო 1 კვირაში უკვე მეორედ მიიტანეს.  ბელგოროდში იარაღის საწყობის განადგურების შემდეგ, ახლა უკვე ნავთობბაზა დაბომბეს, ზარალი 21 მლნ ლიტრი საწვავია.

 

ნავთობბაზაზე შეტევა 2 უკრაინული MI 24 ტიპის შვეულმფრენით განხორციელდა. უკრაინელმა მფრინავებმა ერთდროულად სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. მათ რადარებისგან თავის ასარიდებლად 50 მეტრის სიმაღლეზე მოუწიათ ფრენა. მათ 27-დან 8 რეზერვუარი გაანადგურეს, თითოეულში 2000 ტონა საწვავი ინახებოდა. 1000 ტონა საწვავი კი 1300 ლიტრია. ამ ოდენობის საწვავი 1000 ტანკს 5000 კმ-ზე მეტის გავლას შეძლებდა, თუ რა თქმა უნდა, გზად ამერიკული ჯაველინების, ბრიტანული NLAW-ების ან თურქული ბაირაქტარების წინააღმდეგობას არ გადააწყდებოდნენ.

 


ბერდიანსკის პორტთან ჩაძირულ გემზე რუსეთმა განაცხადა რომ ხანძრის გამო, შესაძლო დეტონაციას მოერიდნენ და თავად ჩაძირეს, ბელგოროდში იარაღის საწყობის აფეთქება „ადამიანური შეცდომით“ ახსნეს. ორივე შემთხვევაში მთავარი მოქმედი პირი სინამდვილეში უკრაინული Точка იყო. იქამდე 1 თვით ადრე ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, უკრაინამ ასევე Точка-თი როსტოვის სამხედრო აეროდრომიც დაბომბა და მინიმუმ 1 SU30-ის ტიპის მრავალფუნქციური თვითმფრინავი გაუნადგურა.

 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალ შეიჭრა და ამ დრომდე ბირთვულის გარდა თითქმის ყველა ტიპის იარაღი გამოიყენა, მათ შორის აკრძალული თერმობარული (ვაკუუმური)  და ფოსფორის ბომბებიც. ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევით დაბომბა: საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, ბავშვთა სახლები, საბავშვო ბაღები, მოხუცთა თავშესაფრები, უნივერსიტეტი, საავადმყოფოები, სამშობიარო, თეატრი, რომლის ეზოშიც ორი მხრიდან უზარმაზარი ასოებით ДЕТИ (ბავშვები) ეწერა. მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ოდენობამ 6500-ს გადააჭარბა, მატერიალურმა ზარალმა წინასწარი შეფასებით $0.5 ტრლნ-ს, ამ ყველაფრის ფონზე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ნავთობბაზის დაბომბვის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მომხდარი მოლაპარაკებების პროცესი „არაკომფორტულ გარემოს“ ქმნის, წერს რუსული გამოცემა kommersant.ru.  




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up