გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, Bellingcat-ის ინტერნეტ-გამოცემის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი ვარაუდობს, რომ 7-10 დღის შემდეგ რუსეთი შეეცდება უკრაინაში ომის გაყინვას.
უკრაინელ ჟურნალისტ ალესია ბაცმანთან ინტერვიუში გროზევმა თქვა, რომ ეს იქნება პერიოდი, როცა გაუგებარია ომი დასრულდა, თუ არა, მაგრამ აღარ იქნება სისხლისღვრა.
ხრისტო გროზევის თანახმად, Bellingcat-მა საკუთარი წყაროებით იცის, რომ რუსულ არმიაში სერიოზული პრობლემებია, მათ შორის ლოგისტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის მხრივ, იმდენად, რომ რუსი სამხედროები ერთმანეთს მობილური ტელეფონებით ეკონტაქტებიან, ამ საუბრების მოსმენა კი რთული არ არის. გროზევის ინფორმაციით, რუსი გენერლები და პოლკოვნიკები ერთმანეთს უკვე გინებით ელაპარაკებიან და პანიკაში არიან.
Bellingcat-ის ხელმძღვანელის თანახმად, რეალურ ვითარებაზე პუტინს არავინ ელაპარაკება, რადგან არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც მივა და ეტყვის, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ხრისტო გროზევი ვარაუდობს, რომ უახლოეს ხანში რუსეთში დაიწყებენ განტევების ვაცის ძეგამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, რუსეთის პოზიციები სულ უფრო სუსტდება. ხრისტო გროზევი ვარაუდობს, რომ ომის გაყინულ ეტაპზე გადაყვანის შემდეგ რუსეთში დაიწყება შიდა პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც დღევანდელი რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს. Bellingcat-ის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ პუტინის წინააღმდეგ სამხედროებთან ერთად გაერთიანდებიან რუსი ოლიგარქები, რომლებმაც უკვე ბევრი დაკარგეს ომის გამო ამოქმედებული საერთაშორისო სანქციების შედეგად.ბნას.
radiotavisupleba.ge