ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ლუკაშენკო მზადაა რუსეთთან ერთად იბრძოლოს. ამის შესახებ ლუკაშენკომ უცხოელ და ბელარუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მე მზად ვარ ვიბრძოლო რუსებთან ერთად, ბელარუსის ტერიტორიიდან, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იქიდან ერთი ჯარისკაცი მაინც მოვა ჩემი ხალხის მოსაკლავად. თუ ისინი ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი იქნება მკაცრი და ომი სულ სხვა ხასიათს მიიღებს“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მანამდეც კი, სანამ რუსეთი სპეცოპერაციას დაიწყებდა, უკრაინა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დარტყმას ამზადებდა.
ლუკაშენკოს თქმით, 2020 წლიდან უკრაინა იყო ფაქტობრივად პირველი, ვინც ბელორუსს სანქციები დაუწესა, დასავლეთის ქვეყნებამდეც კი - „არა შეერთებული შტატები, არც ანგლო-საქსები, არც დასავლეთ ევროპა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მშობლიური უკრაინა. მათ დაკეტეს ცა, დაიწყეს პროვოკაციების განხორციელება, ამზადებდნენ ბოევიკებს,“ - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
„არავითარი შეჭრა არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის რუსეთის და იქ მცხოვრები ხალხის - რუსი ხალხის,“ - აღნიშნა მან.