ბენზინის ფასმა 3.65 ლარს გადააჭარბა - შემდგომი გაძვირება გარდაუვალია

ბენზინის ფასმა 3.65 ლარს გადააჭარბა - შემდგომი გაძვირება გარდაუვალია

access_time2022-03-10 11:30:21

საქართველოში საწვავის ღირებულებამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ფასმა 3.55 ლარს, პრემიუმის 3.65 ლარს, სუპერის 3.72 ლარს, დიზელის ღირებულებამ კი 3.65-ს მიაღწია. უახლოეს მომავალში ფასმა შესაძლოა 4.00 ლარიან ნიშნულსაც გადააჭარბოს, რაც მიმდინარე კვირაში თავად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა კომერსანტთან საუბრისას დაადასტურა. ეკონომისტთა ნაწილი 4.5 ლარიან ფასსაც პროგნოზირებს. ფასების შემდგომი კლების ერთადერთი გამოსავალი ირანთან და ვენესუელასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაა. თავის მხრივ საქართველოს ერთადერთი რაც შეუძლია თუნდაც დროებით აქციზის გადასახადის გაუქმებაა, ეს არსებულ ფასებს ვეღარ, მაგრამ მათ ზრდის ტემპს შეაჩერებს.

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბარელი ნავთობის ფასმა 14 წლიანი რეკორდი მოხსნა და $130-ს გადააჭარბა. ომს რუსული ნავთობის მიმართ ნაწილობრივი ბოიკოტიც დაემატა. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მის შესყიდვაზე ოფიციალური უარი განაცხადეს. დანარჩენი ქვეყნები მას $25-იანი ფასდაკლებით ყიდულობენ.

 


პიკის შემდეგ, ირანთან და ვენესუელასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ბარელი ნავთობის ფასი თითქმის $20-ით $113-მდე შემცირდა. ირანს დღიურად მიწოდების 1 მლნ ბარელით გაზრდა შეუძლია. ვენესუელა დამტკიცებული მარაგებით #1 სახელმწიფოა.

 

საწვავი განსაკუთრებული პროდუქტია და მისი ფასის ცვლილება ინფლაციაზე პირდაპირ აისახება. ომამდე საქართველოში იმედი ჰქონდათ, რომ ორნიშნა ინფლაცია შემცირებას მარტიდან დაიწყებდა. მთავრობის მოლოდინი დიდი ალბათობით აღარ გამართლდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up