ბენზინის ფასმა შესაძლოა 4 ლარს გადააჭარბოს

ბენზინის ფასმა შესაძლოა 4 ლარს გადააჭარბოს

access_time2022-03-07 15:30:26

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი $129-ს აღწევს, რაც 2008 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. ბოლო 1 თვეში პლატსზე 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინის ფასი $850-დან $1105-მდე გაიზარდა, დიზელის 48%-ით $783-დან $1159-მდე. მასში 7 მარტის ნედლი ნავთობის გაძვირება ჯერ ასახული არ არის. ამ ყველაფერს ლარის მკვეთრი გაუფასურებაც ემატება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ დოლარი 40 თეთრით გაძვირდა. მოლოდინები ნეგატიურია და საცალო ფასმა შესაძლოა 4.00 ლარს გადააჭარბოს, რასაც კომერსანტთან საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილიც ადასტურებს.

 

ქართულ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე თებერვლის დასაწყიში 1 ლიტრი პრემიუმის ფასი საშუალოდ 3.20-ს შეადგენდა, დღე 3.37 ღირს, რაც 5%-იანი მატებაა. ევრო დიზელი კი 3.14-დან 3.37 ლარამდე ანუ 7.3%-ით ნებისმიერ შემთხვევაში ფასების შემდგომი მკვეთრი ზრდა გარდაუვალია.

 

ვანო მთვრალშვილის განმარტებით ირანთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის წარმატებით დაულების შემთხვევაშიც მსოფლიო დრიურად დამატებით 1 მლნ ბარელ ნავთობს მიიღებს (მსოფლიო მოთხოვნა 100 მლნ ბარელია). ჯერჯერობით კონკრეტული შედეგის გარეშე მოლაპარაკებები გრძელდება მსოფლიოსი ნავტობის დამტკიცებული მარაგით #1 სახელმწიფო ვენესუელასთანაც.


 

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ კომერსანტთან საუბრისას აღნიშნა მსოფლიო რუსული ნავთობის ჩანაცვლების გზებს ეძებს, თუმცა ეს ასე მარტივი არ იქნება, რადგან აშშ თავისი საჭიროების 10%-ს რუსეთისგან ყიდულობს, ევროპა ბევრად უფრო მეტს 30-40 პროცენტს. რუსეთის ექსპორტის ნახევარი კი სწორედ ნავთობზე, ნავთოპროდუქტებსა და გაზზე მოდის.

 

ბენზინის ფასი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: თვითღირებულება, აქციზი, დღგ, ტრანსპორტირება-დასაწყობება, სახელფასო ხარჯი და მოგების მარჟა. ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატება დაიწყო, საქართველოში განახევრების ან მისი სრული გაუქმების ადრინდელი იდეა თავიდან გაცოცხლდა. იმ მოტივით, რომ ბიუჯეტი 500 მლნ ლარზე მეტის შემოსავალს დაკარგავდა მთავრობამ აქციზის შემცირებაზე უარი განაცხადა, კითხვაზე თუ როგორ იმოქმედებს აქციზის გაუქმება საცალო ფასზე მთვრალაშვილმა აღნიშნა, რომ ის ფასების კლებას უკვე ვეღარ გამოიწვევს და მხოლოდ ზრდის ტემპს შეამცირებს. კიდევ ერთ შესაძლო გამოსავლად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს ლარის დასტაბილურება და შემდეგ გამყარება მიაჩნია. ლარი კი გამყარების მაგივრად ყოველდღიურად უფასურდება, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში 13%-ით გაუფასურდა, უფრო მეტით ვიდრე გრივნა.

 

არსებული კურსისა და პლატსის ფასის შენარჩუნების შემთხვევაში 1 ლიტრი ბენზინის ფასი საქართველოში მორიგ ფსიქოლოგიურ 4.00 ლარიან ნიშნულს გადალახავს, რაც მხოლოდ მგზავრობასთან ერთად ტვირთების ტრანსპორტირებასაც გააძვირებს, ეს კი ისევ მაღალი ინფლაციის გარანტიაა. დეკემბერში, იანვარსა და თებერვლაში ოფიციალურად დადასტურებული ინფლაცია 13%-ს აჭარბებდა. მთავრობა და ეროვნული ბანკი სიტუაციის გამოსწორებას მარტიდან ელოდდნენ, უკრაინული და რუსული იმპორტის შეფერხების, ვალუტის გაუფასურებისა და საწვავის ფასის ზრდის გამო მატი მოლოდინი სავარაუდოდ აღარ გამართლდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up