ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციისას მავნე აირების შემცირება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი

ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციისას მავნე აირების შემცირება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი

access_time2023-01-23 11:25:38

საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირების მიზნით მისაღები ნორმატიული აქტის განხილვა  იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ნავთობკომპანიებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრის მთავარი საკითხი.

 

შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრ კომპანიებს გააცნეს ნორმატიული აქტის პროექტით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები, კერძოდ, საუბარი შეეხო ევროდირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის სამართლებრივ და ტექნიკურ დეტალებს, დანერგვის ვადებს და რეგულაციის დანერგვის ზეგავლენის (RIA) მოკვლევის შედეგებს.

 

ნავთობკომპანიების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს, ნორმატიული აქტის ეტაპობრივი დანერგვის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, აქედან გამომდინარე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.


 

„გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს წარმოშობილი აქროლადი აირების რეგულირება გახლავთ მნიშვნელოვანი მიმართულება.  აუცილებელია ინდუსტრიასა და სახელმწიფოს შორის მსგავსი კომუნიკაციის არსებობა, ვინაიდან სწორედ ამგვარი კონსულტაციების შედეგად იქმნება დარგში არსებული სიტუაციის აღქმის შესაძლებლობა. განისაზღვრება თუ რისი საშუალება აქვს ბიზნეს ობიექტური, ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე და რა ვადებშია მიღწევადი დასახული მიზნები. საერთო ამოცანის შესრულება გულისხმობს, ერთის მხრივ საქართველოს მისწრაფებას პირნათლად შეასრულოს ევრო-დირექტივებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მეორეს მხრივ აღნიშნული განახორციელოს საამისოდ გონივრულ ვადაში, ბიზნესის ინტერესების დაცვით და ოპტიმალური დანახარჯებით“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up