საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელი რუსეთიდან შემოდის

საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელი რუსეთიდან შემოდის

access_time2022-05-17 14:00:26

რუსულ საწვავზე მოთხოვნა იზრდება. 2022 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან ბენზინის და დიზელის იმპორტი 25,1%-ს აღწევს, რითაც იგი ლიდერ პოზიციაზეა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამის მიზეზად რუსული საწვავის ფასს მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთიდან საწვავის  იმპორტი შეღავათიან ფასში შემოდის, რაც თურქმენულ და ევროპულ ნავთობპროდუქტებზე იაფია.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 83,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,1%-ს შეადგენს.



,,რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შეუფერხებლად ხორციელდება, არანაირი დაბრკოლება ამ მიმართულებით არ შეიმჩნევა. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, ვინც მიმდინარე პერიოდში რუსეთიდან ყიდულობს ნავთობპროდუქტებს, ევროპაც მათ შორისაა. საქართველოს შემთხვევაში, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი დაბალი ფასია. ისე მოხდა, რომ ბევრი ქვეყანა თუ  კერძო კომპანია რუსულ პროდუქტზე უარს აცხადებს.  იმის გამო, რომ რეალიზაციის რისკი გაიზარდა, რუსეთი ნავთობპროდუქტებს ფასდაკლებით ჰყიდის, ციფრებს ვერ დავასახელებ, თუმცა ფასი ევროპულ და თურქმენულ  პროდუქტზე დაბალია.  ომია და როგორ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, ვერ გეტყვით, თუმცა ამ ეტაპზე რუსეთიდან იმპორტში შეღავათი ნამდვილად იგრძნობა“,  - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, რუსეთის შემდეგ ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტში ქვეყნების პოზიციები ასე გამოიყურება: რუმინეთი - 82,4 ათასი ტონა - 24,7%;   ბულგარეთი - 65 ათასი ტონა - 19,5%; აზერბაიჯანი - 50 ათასი ტონა - 15%; თურქმენეთი - 39,8 ათასი ტონა - 11,9%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 2,3%; საბერძნეთი - 3,2 ათასი ტონა - 1%;  ყაზახეთი - 1,2 ათასი ტონა - 0,4%, სეიშელი - 0,5 ათასი ტონა - 0,1%; შვეიცარია - 0,1 ათასი ტონა - 0,03%.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up