ბექა ფერაძე – 13 612 ობიექტის შემოწმებისას 58 830 აქტივობა განხორციელდა და ჯამში 4538 დარღვევა გამოვლინდა

ბექა ფერაძე – 13 612 ობიექტის შემოწმებისას 58 830 აქტივობა განხორციელდა და ჯამში 4538 დარღვევა გამოვლინდა

access_time2022-10-05 13:20:00

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიშზე იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის თქმით, დაცული შრომის უფლებები, ღირსეული, უსაფრთხო და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო პირობები, ეს არის ფუნდამენტი, რაზეც შრომის ინსპექციის სამსახური დგას. „ეს ის პრინციპებია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, როგორც მე - მთავარი შრომის ინსპექტორი, ასევე შრომის ინსპექციის გუნდის თითოეული წევრი. ეს ის მიზნებია, რომელთა მისაღწევადაც 2015 წელს ჩამოყალიბდა შრომის ინსპექციის სამსახური და შედგა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ნების ერთიანობა, ქვეყანაში ღირსეული შრომის იდეის ირგვლივ. შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციონირების დასაწყისიდან დღემდე, შრომის ინსპექტორთა გუნდი ყოველდღიურად იბრძვის, რათა ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრდეს ღირსეული შრომის კულტურა. ამ დიდი გზის დასაწყისი იყო ამბიციურიც და ბუნდოვანიც, სირთულეებთან და გამოწვევებთან მუდმივი ჭიდილის პირობებში, შრომის ინსპექციის სამსახურში დასაქმებულთა შრომის უფლებისთვის და მათი შრომის უსაფრთხოებისთვის ბრძოლა არასდროს შეწყვეტილა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.



მისი თქმით, მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების, ისევე როგორც სოციალური პარტნიორების სრული მხარდაჭერით, დღეს უკვე თითოეულ დასაქმებულს შრომის ინსპექციასთან ერთად მისი უფლებების რეალიზების ქმედითი ბერკეტი გააჩნია.




ბექა ფერაძის ინფორმაციით, ჯამში 13612 ობიექტის შემოწმებისას 58 830 აქტივობა განხორციელდა და ჯამში 4538 დარღვევა გამოვლინდა. „შემოწმების შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობები საქართველოს ორგანულ კანონთან ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და სხვადასხვა ტექნიკურ რეგლამენტთან, რომლებზეც განხორცილდა შესაბამისი რეაგირება. პირველი გაფრთხილების შემდგომ, გონივრული ვადის გასვლისთანავე განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა, რომ 126-მა საწარმომ, რომელიც შემოწმებულ საწარმოთა 28%-ს შეადგენს, სრულად გამოასწორა დარღვევები, ხოლო, ნაწილი შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დაჯარიმდა 200-დან 14000 ლარის ფარგლებში და განესაზღვრა ვადა შეუსაბამობების გამოსასწორებლად“, - განაცხადა შრომის მთავარმა ინსპექტორმა.



ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიით შექმნილი გამოწვევებისა მათ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს თავი წარმატებულად გაართვეს.



„მონაცემები, რომელიც აქვს ახლად შექმნილ დაწესებულებას საკმაოდ შთამბეჭდავია ,მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაემთხვა ამ დაწესებულების შექმნა და მანდატის გაფართოება ისეთ უმძიმეს გამოწვევას, როგორიცაა კოვიდ პანდემია, რომელმაც კიდევ დამატებითი გამოწვევები ყველაზე მეტად გაუჩინა შრომის ინსპექციას. ეს მართლაც რთული ამბავი იყო და ვფიქრობ, რომ წარმატებულად გაართვით თავი იმ ამოცანებს, რომელიც კანონმა დაგაკისრათ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up