ბექა ფერაძის ინფორმაციით, 10 აგვისტოდან დაჯარიმდა 42 ობიექტი, 21 ობიექტი დაილუქა

ბექა ფერაძის ინფორმაციით, 10 აგვისტოდან დაჯარიმდა 42 ობიექტი, 21 ობიექტი დაილუქა

access_time2021-08-24 21:00:00

მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდა 5469 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, გაიცა 4371 წერილობითი და 10 ათასზე მეტი ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.


როგორც ფერაძე აღნიშნავს, იზოლაციის და კარანტინის წესების, ასევე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის 42 ობიექტი დაჯარიმდა. განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის, რაც სოციალური ღონისძიების გამართვას გულისხმობდა, 21 ობიექტი დაილუქა.


„მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან, შრომის ინსპექციამ გამკაცრებული კონტროლი დაიწყო კოვიდრეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, განხორციელებულია 5537 აქტივობა. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდა 5469 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, მათ შორის, გაიცა 4371 წერილობითი და 10 ათასზე მეტი ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. გრძელდება პროცესი საქმიანობის აღდგენის მიმართულებით. როგორც იცით, სპეციალური პლატფორმაა შექმნილი, სადაც გარკვეული ბიზნესსუბიექტები მუშაობის ნებართვას იღებენ შრომის ინსპექციიდან, თუ პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ მიმართულებით, 15-მა ობიექტმა მიიღო ნებართვა ამ პერიოდში.


სამწუხაროდ, ცნობიერების ამაღლებისა და გარკვეული აქტივობების მიუხედავად, მთავრობის 322-ე დადგენილების იზოლაციის და კარანტინის წესების და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის, 10 აგვისტოდან დაჯარიმდა 42 ობიექტი, აქედან 26 იურიდიული და 21 ფიზიკური პირი.


განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის, ისევე როგორც პირველივე შემთხვევაზე გვქონდა მასობრივი სოციალური ღონისძიების გამართვის შემთხვევებიც. ამ მიზნით, იმისთვის, რომ კრიტიკული დარღვევები იყო, 10 აგვისტოს შემდეგ 21 ობიექტი დაილუქა. მონიტორინგი და ინსპექტირება გრძელდება. ხვალიდან 22:00 საათამდე იქნება ნებადართული კვების ოებიექტების ფუნქციონირება. ეს არ ეხება „დელივერის“ და „თეიქ ევეის“. კონტროლი ძალიან მკაცრი იქნება “,- აღნიშნავს ფერაძე.



როგორც ბექა ფერაძე განმარტავს, კვლავ მიმდინარეობს ე.წ. შენიღბული სოციალური ღონისძიებები.


„ჩვენ წინა პერიოდიდან გვაქვს გამოცდილება, როდესაც ე.წ. შენიღბული სოციალური ღონისძიებები მიმდინარეობს. 6 ადამიანია მაგიდასთან, თითქოს ეს არის არაერთი სოციალური ღონისძიება, არამედ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი,- აღნიშნავს ფერაძე და დასძენს, რომ დაჯარიმება მათი თვითმიზანი არ არის, ყველა ობიექტს წინასწარ აფრთხილებენ, რომ სოციალური ღონისძიების გამო სანქცია იქნება.


მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, კვების ობიექტში 60 ადამიანი უნდა იყოს განთავსებული. კვლავ იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.


„როგორც მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილია შესაბამისი პროტოკოლი კვების ობიექტებისთვის. კრიტიკულია ერთ სივრცეში 60 ადამიანის დასწრება. ამაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება, ერთ სივრცეში 60 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს მობილიზებული. 4 კვ.მ-ზე 1 ადამიანის დაშვება იგულისხმება, მაგრამ არაუმეტეს 60 ადამიანისა “,-აღნიშნავს ფერაძე.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up