ბექა ოდიშარია: მისასალმებელია, რომ სულ უფრო მეტი დიასპორელი თანამემამულე ინტერესდება ქართული ეკონომიკით და ქვეყნის აღორძინებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს

ბექა ოდიშარია: მისასალმებელია, რომ სულ უფრო მეტი დიასპორელი თანამემამულე ინტერესდება ქართული ეკონომიკით და ქვეყნის აღორძინებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს

access_time2021-12-17 17:20:00

„ჩვენ, ძალიან დიდი ხანია, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან ერთად ვაჟღერებთ ინიციატივას იმის შესახებ, რომ ქართული დიასპორა მაქსიმალურად ჩავრთოთ ქართული ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარებაში. სულ უფრო მეტი ტალღა მოდის იმ ადამიანების, ვინც ინტერესდება ქართული ეკონომიკით და ქვეყნის აღორძინებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს. ეს არის მისასალმებელი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის სწორედ პროექტი „აწარმოე საქართველოში“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სსიპ - „აწარმოე საქართველოში“ მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და დიასპორის შესაძლო ჩართულობის მექანიზმებზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კომიტეტის წევრებს გააცნო პროექტის ძირითადი მიმართულებები და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება შეთავაზებული იყოს დიასპორის წარმომადგენლებისთვის.



მისი განცხადებით, სააგენტო მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: ბიზნეს-განვითარება, ექსპორტის მხარდაჭერა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.




მიხეილ ხიდურელმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ პროგრამებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არსებულ პროგრამებს მომავალ წელს კიდევ ორი პრიორიტეტული მიმართულება დაემატება.



მომხსენებელმა ინდუსტრიული და ტურიზმის მიმართულებების, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, ექსპორტის მხარდაჭერის, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო იმიჯის პოპულარიზაციის მიმართულებით სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე და გეგმებზე საუბრისას, ადგილსამყოფელ ქვეყნებში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.



მისი თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საინვესტიციო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მოწინავე პოტენციური ინვესტორი კომპანიებისა და სტრატეგიულ ბაზრებზე დასაქმებული წარმატებული ქართველების სიის მომზადება და მათთვის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და კონკრეტული შეთავაზებების გაცნობა.



სააგენტო ასევე გეგმავს სტრატეგიული კომპანიების ქართველი თანამშრომლების საქართველოში მოწვევას და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის საჭიროების გაცნობას.



დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დიასპორების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების განხილვას და მათი განხორციელების შესაძლებლობებზე მსჯელობას შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად გეგმავს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up