რუსული რადიოარხების მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო დაფარვა - რას აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში

რუსული რადიოარხების მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო დაფარვა - რას აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში

access_time2023-02-10 18:00:29

„შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 107.3 მგჰც სიხშირეზე არალიცენზირებული რადიო მაუწყებლობა ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან“, - ასე პასუხობს დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური.



როგორც პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, დეპუტატი რუსული არხების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო დაფარვით დაინტერესდა.



როგორც სადეპუტატო შეკითხვაში აქუბარდია აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე კასპიდან მოყოლებული გორამდე ქართულ სიხშირეზე FM 107.3  რუსული რადიო მაუწყებლობის „ავტორადიო“  უკანონო შეღწევა ხორციელდება.




იმავდროულად საქართველოს მიერ კონტროლირებად სოფლებში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან რუსული ტელევიზიები მაუწყებლობენ სატელიტური თეფშის გამოყენებით, როგორც შიდა ქართლის, ასევე სამეგრელო/აფხაზეთის გამყოფ ხაზებთან.



თეონა აქუბარდია დაინტერესდა კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს თუ არა, ან ხომ არ გეგმავს მონიტორინგის ჩატარებას და იგეგმება თუ არა გარკვეული ზომების გატარება საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო სივრცის დასაცავად.



კახი ბექაურის განმარტებით კი, კომისია პერიოდულად ატარებს რადიო მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 107.3 მგჰც სიხშირეზე არალიცენზირებული რადიო მაუწყებლობა ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან.



„რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ სატელევიზო მაუწყებლობას თანამგზავრულ თეფშის გამოყენებით, გთხოვთ დაგვიზუსტოთ რას გულისხმობთ, რადგანაც მთელი რიგი რუსული არხების (ისევე როგორც სხვა უცხოური არხების) თანამგზავრული მაუწყებლობა შესაბამისი მიმღების და ანტენის (თეფშის) საშუალებით ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რამდენადაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია სხვა სახელმწიფოებში ავტორიზებული/ლიცენზირებული მედიამომსახურებების (რომელიც მოიცავს ტელემაუწყებლობასაც) თავისუფალი მიღება და შეუზღუდავი გავრცელება,“ აღნიშნულია კახი ბექაურის მიერ თეონა აქუბარდიასათვის მიწერილ წერილში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up