ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი 2023 წლის 13 აპრილის 20.00 საათზე თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში „დიდ საქველმოქმედო კონცერტს“ მართავს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ მონაწილეობით.
ღონისძიება ატარებს სრულად საქველმოქმედო ხასიათს, შესაბამისად შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს, მოზარდებს.
კარი გაიღება 19:30 საათზე
6 წლამდე მოზარდები დაიშვებიან ბილეთის გარეშე.
ბილეთები შეიძინეთ აქ.