ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ოპერირების უფლება არ ექნება.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ეს გაზსადენი ვეღარ ამოქმედდება“, – განაცხადა ბერბოკმა გერმანულ ტელევიზია ZDF-სთან საუბარში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ შედგა.
მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნები არ ასრულდება და ამავდროულად უსაფრთხოების საკითხები ღია რჩება.
1tv.ge