გერმანიის უშიშროების ფედერალურმა საბჭომ უკრაინისთვის 178 Leopard 1 ტანკის მიწოდების საკითხი დაამტკიცა, რომელთა გადაცემა სამრეწველო მარაგებიდან მოხდება.
პირველი ტანკები უკრაინას ზაფხულში უნდა მიეწოდოს, მაგრამ მათი უმეტესობა უკრაინაში მომავალ წლამდე ვერ მოხვდება.
გასულ კვირას გერმანიის მთავრობამ Leopard 1-ის ტანკების უკრაინაში ექსპორტის ლიცენზია გასცა.
Leopard 1 არის პირველი მთავარი საბრძოლო ტანკი, რომელიც გერმანული არმიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აეწყო. ის იწარმოებოდა 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან 1980-იანი წლების შუა ხანებამდე. ბერლინის მიერ ადრე დაპირებული 14 Leopard 2 -ის ტანკი ბევრად უფრო თანამედროვეა.