Bershka, Zara და Pull&Bear რუსეთში ახალი დასახელებით აპრილში გამოჩნდებიან. ტრიუმფალური დაბრუნება უფრო ადრე იგეგმებოდა, მაგრამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, ის გადაიდო. რუსებისთვის ნივთების წარმოება არა იტალიაში, ინდონეზიასა და ბანგლადეშში, არამედ ჩინეთსა და თურქეთში მოხდება. Bershka დაბრუნდება Ecru-ს სახელწოდებით, Zara - Maag, ხოლო Pull&Bear როგორც DUB.
ისინი პირველ ეტაპზე მაღაზიების გახსნას თავდაპირველ ადგილას გეგმავენ, რომელიც 2022 წლის თებერვლამდე 240-ზე მეტი იყო. ბრენდის წარმომადგენლები ყოფილ თანამშრომლებს სამსახურებში დაბრუნებას სთავაზობენ, კომპანიის ინფორმაციით 4500-ზე მეტი ადამიანის დაქირავება იგეგმება.
გამოცემის ინფორმაციით, დასაწყისში კონსულტანტების ანაზღაურება 192 რუბლი იქნება საათში, პლუს ბონუსები გაყიდვიდან, მაგრამ ერთი წლის შემდეგ საათში 210 რუბლს გადაიხდიან. გარდა ამისა, პროდუქციაზე ფასების ზრდა არ იგეგმება, თუმცა დარჩება თუ არა მაღაზიებში ასორტიმენტი უცვლელი, ამ ეტაპზე გაურკვეველია.