ბევრად ნაკლები მომხმარებელი მიიღებს სესხს - რა იცვლება 1 მაისიდან

ბევრად ნაკლები მომხმარებელი მიიღებს სესხს - რა იცვლება 1 მაისიდან

access_time2022-03-13 13:00:04

1-ლი მაისიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი იცვლება. რას გულისხმობს ცვლილებები და როგორ აისახება ის მომხმარებელზე,  საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა განმარტა.

ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ცვლილებები ძირითადად საშუალო შემოსავლის მქონე პირებს შეეხებათ და მომხმარებელთა დიდი ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს.

,,ფინანსურ სტაბილურობის კომიტეტმა გასულ კვირას მიიღო ორი გადაწყვეტილება. პირველ შემთხვევაში შემოსავლის ყოველთვიურ გადასახდელთან ცვლილება პირებისთვის, რომლებსაც 1 000-დან 1 500 ლარამდე აქვთ შემოსავალი. ეს წარმოადგენს სამომხმარებლო სესხების დაახლოებით 25%-ს. რეალურად, აღნიშნული ცვლილება ამ სეგმენტს შეეხება და ან შეიზღუდება დამატებითი სესხის აღება, ან შეუმცირდებათ თანხა, რომლის აღებაც შეეძლებათ.

მეორე არის საპროცენტო განაკვეთის შოკის გათვალისწინება. საუბარია, 3%-იან შოკზე. ეხება ცვლად განაკვეთიან სესხებს, რომელთა დიდი ნაწილიც იპოთეკური სესხებია რომელიც რეფინანსირებაზეა მიბმული. აღნიშნულ სესხებზე საუბარია შედეგზე, თუ მაგალითისთვის, თქვენ იღებთ სესხს 7%-ში 10 წლის ვადით და თქვენი ყოველთვიური გადასახდელი გადაითვლება და გამოგივათ 1 00 ლარი გადასახდელი. ამ შემთხვევაში ყოველთვიური გადასახდელი ანგარიშდება 10%-ზე, ანუ ცვლად განაკვეთიან სესხზე. რეალურად, 10%-ში გადაითვლება დღეის მდგომარეობით, ლარში საკმაოდ მაღალია საპროცენტო განაკვეთი და აღნიშნული შოკის გათვალისწინება, თან შემოსავლის კოეფიციენტიც საკმაოდ მაღალია. ამიტომ, ლარში მოახდენს ეფექტს თუმცა დიდად არა, ეს იქნება ძალიან მცირე ნაწილი. რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრად ნაკლებია შემოსავლის კოეფიციენტი. მეორე საკითხია, რომ 15 წლიდან 10 წლამდე შეიზღუდა იპოთეკური სესხების დრო და ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, კიდევ უფრო გამკაცრებას. პრაქტიკულად, ყველა ამ გადაწყვეტილებით დიდი რაოდენობით ადამიანები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ სესხი აეღოთ უცხოურ ვალუტაში, ეს შესაძლებლობა შეეზღუდებათ. ან იმდენად მცირე თანხას მიიღებენ, რომ შეიძლება საინტერესოც აღარ იყოს. ყველაზე მეტად შეეხება საშუალო შემოსავლის პირებს“ - ამბობს ძნელაძე.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ შეეხება საპროცენტო განაკვეთს.


,,ეს არანაირად არ არის კავშირში საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან. სიმულაციას ვაკეთებთ, ვითვლით, ვითომ გაზრდილია 3%-ით. ანუ, 3%-ით მეტი რომ მომეცა, რამდენს გადაიხდიდი. უბრალოდ, მომხმარებლის ბევრად ნაკლები რაოდენობა მიიღებს სესხს, ვიდრე ამ რეგულაციამდე შეეძლოთ. სებ-ის განცხადებით, აღნიშნული 3%-ით შეამცირებს სესხების მოცულობას. ახლა, დღევანდელ შოკურ მდგომარეობაში ამის დაანგარიშება რთულია. ომის გამო, 2021 წელზე უფრო დაბალ აქტივობასაც ველოდებით, განსაკუთრებით სამომხმარებლო მიმართულებით“ - განაცხადა ძნელაძემ ,,ბიზნესპრესნიუთან“.

შეგახსენებთ, სებ-ის ცნობით, ეს ცვლილებები, რომელთა მიზანი მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნებაა, ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას და თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან.

წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up