ბევრი ავტოსკოლა, ვინც ეს სახელი დაირქვა, ეწ. ხრიკებით და კოდირებით თაღლითურ საქმიანობას ეწევა - დავით მესხიშვილი

ბევრი ავტოსკოლა, ვინც ეს სახელი დაირქვა, ეწ. ხრიკებით და კოდირებით თაღლითურ საქმიანობას ეწევა - დავით მესხიშვილი

access_time2023-02-02 14:30:27

უახლოეს პერიოდში საქართველოში ავტოსკოლები გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და განხილვებიც მიმდინარეობს. ზუსტად რას მოიცავს რეგულაციები ჯერ-ჯერობით უცნობია, დოკუმენტის დეტალები პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 


„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ავტოსკოლები დაწესებულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ინსტრუქტორებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს შესაძლებელი მათთვის სტატუსის მინიჭება. ამის გარდა, მისი თქმით, ბევრი ავტოსკოლა, ვინც ეს სახელი დაირქვა, პრაქტიკულად თაღლითურ საქმიანობას ეწევა და მოსწავლეებს ეწ. ხრიკებით და კოდირებით ამზადებს.

 


„დღევანდელი მონაცემებით ავტოსკოლები ჩვეულებრივი შპს-ებია, რომელთაც არ მოეთხოვებათ არც კვალიფიკაცია და არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა. მათ მიმართ მოთხოვნები უდრის ნულს. პრაქტიკულად არ ვიცით რამდენი ავტოსკოლაა საქართველოში იმიტომ, რომ ეს სტატუსი სახელმწიფოს მხრიდან არავის აქვს მინიჭებული“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

 



მან ევროპულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, სადაც ავტოსკოლა ნებართვისა და კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე ფუნქციონირებს, იმიტომ რომ ის, რაც ავტოსკოლაში ისწავლება სიცოცხლესთანაა დაკავშირებული.

 


„ჩვენს რეალობაში კიდევ ის პრობლემაა, რომ ისიც კი არ ვიცით ვინ არიან ინსტრუქტორები, ვინც პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებს, არც სასწავლო პროგრამაა ერთიანი. ბევრი ავტოსკოლა, ვინც ეს სახელი დაირქვა, პრაქტიკულად თაღლითურ საქმიანობას ეწევა და მოსწავლეებს ეწ. ხრიკებით და კოდირებით ამზადებს - აქ თუ რაღაც იწყება „ა“ ასოზე, პასუხი არის „ბ“, თუ ჭა არის დახატული, პასუხი არის „გ“ და თეორიულ გამოცდას მოტყუებით აბარებენ. შესაბამისად, მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი ცოდნა და როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კატასტროფაა ყოველწლიურად გზებზე დაღუპული 450 ადამიანი და 10 000-ზეტი დაშავებული, ამის ერთ-ერთი მიზეზი უნდა ვეძებოთ იმაში, როგორი განათლების სისტემა გვაქვს, კონკრეტულად მართვის მოწმობის ასაღებად,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.



მისი თქმით, თუ მართლა გვინდა, რომ მცოდნე ადამიანმა აიღოს მართვის მოწმობა, მართლა დაინერგოს ქვეყანაში ევროდირექტივები და მართლა გვინდა შედეგის მიღწევა, პრობლემის  მოგვარება სათავიდან უნდა დავიწყოთ. პრობლემის სათავე კი ავტოსკოლებშია.



„ჩემი აზრით, ავტოსკოლებს უნდა მოეთხოვებოდეთ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, უნდა არსებობდეს ერთიანი სასწავლო პროგრამა და ერთიანი მიდგომა ყველა ავტოსკოლის მიმართ,“  განაცხადა დავით მესხიშვილმა.



მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up