„ღია ბანკინგის განვითარებით, საერთაშორისო ინვესტორები შეძლებენ, საქართველო რეგიონულ ჰაბად აქციონ“  - დავით კიკვიძე

„ღია ბანკინგის განვითარებით, საერთაშორისო ინვესტორები შეძლებენ, საქართველო რეგიონულ ჰაბად აქციონ“ - დავით კიკვიძე

access_time2022-06-29 10:00:57

ბევრი უცხოური კომპანია საქართველოში შემოდის არა იმიტომ, რომ ბაზარი აითვისონ, არამედ ჩვენთან ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნა და გატესტვა ძალიან მარტივია, აქ პროდუქტის შექმნა იაფია — განაცხადა საქართველოს „ფინტექ ასოციაციის“თავმჯდომარე დავით კიკვიძემ, „კომერსანტის“ ეთერში ბანკინგის მნიშვნელობაზე საუბრისას.


„ღია ბანკინგი პირველი და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფინტექი განვითარდეს. ბაზარი რომ გაიზარდოს სხვა სიახლეებიც არის საჭირო, თუმცა ეს პირველია, რადგან ამ შემთხვევაში არსებული ბიზნესები უფრო მარტივად შეძლებენ ახალი სერვისების და პროდუქტების შექმნას. ასევე ფინტექ კომპანიების და ბანკების კონკურენცია გადაიზრდება კოლაბორაციაში და ეს აბსოლუტურად შეცვლის მთლიანად საფინანსო სისტემას, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. გარდა ამისა, საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება იქნება კატასტროფულად მაღალი, რადგან ამას ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა გააჩნია — ძალიან ბევრი უცხოური კომპანია საქართველოში შემოდის არა იმიტომ, რომ ქართული ბაზარი აითვისონ, უბრალოდ საქართველოში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნა და გატესტვა ძალიან მარტივია. პროდუქტს ქმნიან, რაც ძალიან იაფი ჯდება, რადგან ადამიანური რესურსი იაფია ანუ ხელფასი ორჯერ ნაკლებია ვიდრე ევროპელი სპეციალისტის, ყველანაირი ინფრასტრუქტურა მარტივად ხელმისაწვდომია, პროდუქტს ტესტავენ და ფაქტობრივად იდეალურ მდგომარეობამდე მიჰყავთ. შემდეგ გადიან საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით ახლომდებარე ქვეყნებში, მაგალითად უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, ყაზახეთი. ასევე კარგი ის არის, რომ სათაო ოფისები საქართველოში აქვთ და აქედან ხდება მართვა, შესაბამისად ღია ბანკინგის განვითარება საერთაშორისო ინვესტორებს მისცემს შესაძლებლობას, რომ საქართველო რეალურად რეგიონალური ჰაბი გახდეს. 


ბანკებს ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ პირველადი ნაბიჯები, მაგალითად მომხმარებელს ინტერნეტბანკინგში უჩანს რამდენიმე ბანკის ანგარიში, თუმცა ეს ძალიან პრიმიტიული წინ გადადგმული ნაბიჯია. საჭიროა ფინტექ კომპანიებიც აქტიურად ჩაერთონ პროცესში. ეროვნულმა ბანკმა მიიღო კრიტერიუმები რომელიც ფინტეკ კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ, თუმცა ამ ეტაპზე ამის ტექნიკური შესაძლებლობა არ არის. ჯერ მხოლოდ შექმნილია ბანკებს შორის ანგარიშების გამოჩენის ტექნიკური შესაძლებლობა, სხვა ტიპის კოდები არ არის და ეს არის გამოწვევა რომ წინ წავწიოთ“, — განმარტავს დავით კიკვიძე.



2021 წლიდან ბანკებს ერთმანეთში ფინანსური ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა უკვე აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი საკუთარ ფინანსებს ერთ სივრცეში აკონტროლებს. უკვე აღარ არის საჭირო ერთდროულად რამდენიმე ინტერნეტ ბანკის ჩამოწერა. ყველა ოპერაციას უკვე ერთი აპლიკაცია ითავსებს. ბანკების ჩართულობა მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდეგ ეტაპზე ინფორმაციაზე წვდომა ფინტეკებსაც ექნებათ. ღია ბანკინგის ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აშკარაა, რომ ამით აუცილებლად გაიზრდება ფინტეკების რაოდენობა და ფინანსური სერვისებიც გაცილებით მრავალფეროვანი გახდება.


მოამზადა ნინო თამაზაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up