„ბევრმა ადამიანმა იცის ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, პარკების განახლება-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“

„ბევრმა ადამიანმა იცის ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, პარკების განახლება-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“

access_time2022-10-06 16:40:00

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, ამავე ფაკულტეტის დეკანს ნინო იმნაძესა და თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორს, პროფესორ მერაბ ბოლქვაძეს შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



შეხვედრის მონაწილეებმა თბილისის მერს ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი კონცეფცია გააცნეს. თავის მხრივ, კახა კალაძემ მზაობა გამოთქვა, აღნიშნული ინიციატივა მიიღოს და სტუდენტებთან ერთად, ტყე-პარკის განახლების პროექტი განახორციელოს.



შეხვედრაზე თბილისის მერმა სტუდენტებს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდა გამწვანების სამუშაოებზე, მწვანე სივრცეებზე, ქალაქის ლანდშაფტური არეალის დაცვაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და სატრანსპორტო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე.



„ბევრმა ადამიანმა იცის ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, პარკების განახლება-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ის ინიციატივა, რომელიც თქვენგან მივიღეთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რას ეხება საქმე - ეს არის ახალგაზრდების ინიციატივა, რომელიც ხუდადოვის ტყის განახლებას, რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას გულისხმობს. სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, კონკრეტული პროექტი წარმოადგინონ, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის განვითარება. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდები ქალაქისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ერთვებიან. ჩვენ ერთად უნდა დავისახოთ კონკრეტული გეგმები, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. დედაქალაქის მერია გამოთქვამს მზადყოფნას, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას. იცოდეთ, რომ მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდში და მხარს დაგიჭერთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




თავის მხრივ, პროფესორმა მერაბ ბოლქვაძემ თბილისის მერსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სტუდენტების ინიციატივის გაზიარებისა და მზაობისთვის - მხარი დაუჭიროს აღნიშნული პროექტის განხორციელებას, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ხუდადოვის ტყის ტერიტორია გულდასმით შეისწავლეს და მისი გადარჩენისა და გაჯანსაღების კონცეფცია შეიმუშავეს.



„მათ გადაწყვიტეს, რომ ამ ტერიტორიას სასწრაფოდ სჭირდება შველა, რათა ქალაქმა მსგავსი რეკრეაციული სივრცე არ დაკარგოს. ამიტომ, კვლევას და ტერიტორიის ანალიზს პროექტის სახე მისცეს და განსახილველად წარმოადგინეს. ძალიან კარგია, რომ თავად მერი და მერიის შესაბამისი სამსახურები ამ მნიშვნელოვანი გარემოებით დაინტერესდნენ. სტუდენტები ახლა მონაწილეობას მიიღებენ კონცეფციის დამუშავებაში, რაც მათთვის ძალიან სასიხარულოა“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.



ამასთან, ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, სტუდენტების მთავარი ამოცანა იყო, რომ ყოფილიყო გამართული რეკრეაციული სივრცე, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი საკუთარი ინტერესის სფეროს ნახავდა.



„ასევე, საინტერესო იყო ლანდშაფტურ-არქიტექტურული კუთხით მუშაობა. რეალურად, თუ ეს პროექტი განხორციელდება, თბილისი მიიღებს საინტერესო ლანდშაფტურ-არქიტექტურულ ნიმუშს, რომელიც მხოლოდ გამწვანებული სივრცის მოწყობას არ გულისხმობს. ეს იქნება არქიტექტურით ფორმირებული ლანდშაფტი, რაც ძალიან აქტუალურია, მით უმეტეს, ჩვენი უნიკალური ქალაქისთვის. სტუდენტებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს მწვანე არქიტექტურა, რომელიც პრიორიტეტული იყო მათთვის. ასევე, გაითვალისწინეს, რომ ეს ყოფილიყო საზოგადოებრივი სივრცე - ადგილი შეხვედრებისთვის; გათვალისწინებულია დიზაინერული ელემენტები - სკამების, ბავშვთა-გასართობი სივრცეების, პარკინგის საკითხი და ა.შ“, - აღნიშნა ნინო იმნაძემ.



შეხვედრას დედაქალაქის მერთან და ვიცე-მერთან ერთად, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ესწრებოდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up