ბევრს ჰგონია, რომ არაფრის სწავლა არაა საჭირო და ქართული სტუმარმასპინძლობა საკმარისია - ირაკლი კუცია

ბევრს ჰგონია, რომ არაფრის სწავლა არაა საჭირო და ქართული სტუმარმასპინძლობა საკმარისია - ირაკლი კუცია

access_time2023-04-24 22:30:01

ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ გადაცემის ავტორმა და პროექტ Greta-ს მდგრადი სამთო ტურიზმის კომპონენტის მენეჯერმა ირაკლი კუციამ სამთო ტურიზმის გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

როგორც ლევან კობერიძემ განაცხადა, საქართველო უცებ აღმოჩნდა მსოფლიო კონკურენციაში, დიდ ტურისტულ ქვეყნების გვერდით, იქ, სადაც არის შვეიცარია, ავსტრია, იტალია, სადაც განვითარებულია სამთო ტურიზმში, სადაც აქვთ მნიშვნელოვანი მიღწევები და არა ლოკალურ, საბჭოთა ბანაკში, სადაც  ტურისტული ნაკადი  გარანტირებული ჰქონდა. ამიტომ ახალი გამოწვევის წინაშე მყოფი ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდა.

 

ირაკლი კუციას თქმით, არც ინფრასტრუქტურა, არც სერვისების ხარისხი, არც პროდუქტების დონე ვერ დახვდა მომზადებული ამ ტურისტულ ბუმს, რადგან საქართველო სხვა მასშტაბზე იყო ადრე,

 

„90-იან წლებში რა ტურიზმზე იყო საუბარი, ნგრევა იყო ქვეყანაში. მთავრობების მიერ წახალისებული ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვადასხვა ბაზრებზე მასიური მარკეტინგული კამპანიების შემდეგ, საქართველოში დიდი რაოდენობის ტურისტებმა დაიწყეს ჩამოსვლა, მაგრამ არც ინფრასტრუქტურა, არც სერვისების ხარისხი, არც პროდუქტების დონე ვერ დახვდა მომზადებული ამ ტურისტულ ბუმს და ეს გასაკვირი არაა,“ - განაცხადა ირაკლი კუციამ.

 


მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ არაფრის სწავლა არაა საჭირო და ქართული სტუმარმასპინძლობა საკმარისია. მაგრამ ეს ასე არაა.

 

„სამწუხაროდ, ეს პირდაპირ ასე არ ითარგმნება - ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა არის ერთი და მსოფლიო ხარისხის სტანდარტი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, არის მეორე, სადაც უკვე მოსულ მხარეს, რომელიც იხდის თანხას, აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ჩვენთან სტანდარტიზაცია და პროფესიული ხარისხის შეთავაზებისადმი მიდგომა არის ნაკლები, მაგრამ ვითარდება“, - განაცხადა ირაკლი კუციამ.

 

მისი თქმით, მეორე პრობლემა ინფრასტრუქტურას ეხება, რაც ტურიზმის, განსაკუთრებით სამთო ტურიზმის ამოსავალია.

 

„ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ისეთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურას, რომელსაც მთავრობები აფინანსებენ. ეს არის ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზები, მანქანის გასაჩერებელი ადგილები. გზების მშენებლობა საქართველოში ყველგან მიდის. თუმცა, სეზონურობიდან გამომდინარე მაღალ მთაში გზების პრობლემა სულ არის. მაგალითად სვანეთში ბევრი მონაკვეთებია, რომელიც გასაკეთებელია და მნიშვნელოვანია იყოს უსაფრთხო,“ -განაცხადა ირაკლი კუციამ.

 

მისი თქმით, როცა ვაშენებთ ქვეყნის ბრენდს, უნდა გვესმოდეს, რომ ბრენდი არ არის გარეგანი ნიღაბი და ფასადი, რომელსაც გარედან დაინახავენ, ბრენდი უნდა გამოხატავდეს შენს შინაარს.

 

„ის, რასაც ჰპირდები „ბრენდში“, უნდა იყოს შენი ცხოვრების წესი, შენი „მე“. ბრენდში გაჟღერებული დაპირებები და კონცეფციები გათავისებული უნდა ჰქონდეს მთელ ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს. ქვეყნის ბრენდინგი იწყებდა ტაქსის მძღოლიდან, ბაზრობაზე მომუშავე გამყიდველიდან და ა.შ. ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი. თუ ეს არის ხელოვნური, არ იმუშავებს“, - განაცხადა ირაკლი კუციამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up