ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შესაძლოა კარანტინისა და ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა კვლავ დადგეს დღის წესრიგში.
„არსად წასულა რეკომენდაცია, სოციალური დისტანცირების, ნიღბის ტარების და პირადი ჰიგიენის დაცვის, ასევე, სადაც აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვთქვათ, დისტანციურად მუშაობის.
თუ ამას ვერ მიხვდება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ჩვენ ის ეკონომიური შეზღუდვები ისევ გველის.შესაძლოა, ისევ დადგეს კარანტინის, ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა. ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი ასპექტით“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 851-მდე გაიზარდა.5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვი 702-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 297 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
report.ge