ბიძინა კულუმბეგოვი - მეტი ადამიანის სიცოცხლე რომ გადავარჩინოთ, „ბუსტერული“ დოზა მნიშვნელოვანია

ბიძინა კულუმბეგოვი - მეტი ადამიანის სიცოცხლე რომ გადავარჩინოთ, „ბუსტერული“ დოზა მნიშვნელოვანია

access_time2021-12-23 09:00:00

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, 23 დეკემბრის იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე შესაძლოა იმსჯელონ „ბუსტერ“ დოზების ინტერვალების შემცირების საკითხზე.


როგორც კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ბუსტერული დოზები აძლიერებს ვაქცინების ეფექტურობას, რაც დამაიმედებელ მოლოდინს ქმნის.


პირბადე კი, დაცვის შეუცვლელი საშუალებაა.



„ერთი რამ ჩანს, რომ თუ ვირუსი მიიღებს ენდემურ ხასიათს და ამის დიდი მოლოდინი არსებობს, თუნდაც 2022 წლის შემდგომ, ალბათ იქნება ვარიანტი, სპეციფიკური ვაქცინები - როგორც ყოველწლიურად გრიპის ვაქცინები გვაქვს, რომელის გაკეთებაც მნიშვნელოვანი იქნება მოწვყლადი და რისკის ადამიანებისთვის. დღეს, რასაც ვხედავთ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ვერ ესწრება ახალი ვარიანტის სპეციფიური ვაქცინის შექმნა, ვინაიდან, მას მინიმუმ სამი თვე მაინც სჭირდება და ცოტა მეტიც, ძირითადი კომპანიები ამას მარტის თვისთვის აანონსებენ. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე რომ გადავარჩინოთ, აქ უკვე არის „ბუსტერული“ დოზის მნიშვნელობა. ვიცით, რომ ბუსტერი 75 პროცენტამდე ეფექტურობას და მძიმე დაავადებისგან დაცვას აძლიერებს. 23 დეკემბერს ჩანიშნულია იმუნიზაციის საბჭოს სხდომა. ალბათ, ჩვენ ვიმსჯელებთ „ბუსტერის“ ინტერვალების შემცირების საკითხზე. ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება მეორე და მესამეს შორის სამთვიანი ვადა იყოს, მიიღო ბრიტანეთმაც. ალბათ, მე ინდივიდუალურად, როგორც ერთი ექიმი ამ შემთხვევაში მხარს ვუჭერ რომ შემცირდეს ინტერვალი, რათა მესამე დოზის დამატების საშუალება ბევრ ადამიანს მიეცეს, 35%-დან 55%-მდე ეფექტურობა გავზარდოთ და ამ ადამიანებს მაინც დავუტოვოთ შანსი, რომ მაღალი დაცვა ჰქონდეთ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up