ბიძინა კულუმბეგოვი - ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კვლავ  დაუდგება, ამ წრიდან ვერ გამოვედით

ბიძინა კულუმბეგოვი - ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კვლავ დაუდგება, ამ წრიდან ვერ გამოვედით

access_time2021-10-19 00:00:16

10 თვის განმავლობაში ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერშეამციროს, ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის სეზონი ახლოვდება, ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდასთან ერთად, შესაძლოა საველე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრა, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

„ტრაგედიას ვხედავთ, როდესაც ორი-სამი თვის ინტერვალით, ახლა ზამთრის პერიოდია და ბევრმა სხვა ფაქტორმაც იმოქმედა, კიდევ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ 40 000-ს გადასცდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ახლა ქვეყანას ისევ დაუდგება საველე ჰოსპოტლების გახსნის აუცილებლობა - ამ წრიდან ვერ გამოვედით. ჩვენ გვჭირდება დამატებით იმუნური ფენა, მილიონ ნახევარი ადამიანი შეიძინოს ქვეყანამ. ამ იმუნურ ფენას ჩვენ სადღაც მაინც შევიძენთ, მაგრამ ეს იქნება ძალიან სერიოზული დანაკარგებით, თვეში 5 ათასი (აცრა) რომ იყოს სტაბილურად, 150 ათასზე მეტი არ ავადდება, ესეიგი გვჭირდება კიდევ 10 თვე. ჩვენ ეს შეგვიძლია 3-4 თვეში გავაკეთოთ ვაქცინაციით. ბუნებრივად თუ გადავიტანთ, ამ მილიონ ნახევრიდან ერთი პროცენტი მაინც დაიღუპება - ანუ 15 ათასი ადამიანი შემდგომ 10 თვეში, რადგან საშუალოდ 1000 ადამიანს მაინც ვკარგავთ თვეში. 10 თვის განმავლობაში ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერ შეამციროს. ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


კითხვაზე, ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების კუთხით, ირიბ იძულებასთან დაკავშირებით ხომ არ არსებობს თუ რაიმე სახის სქემა, ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ დღეს ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და ამ ეტაპზე ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი.

კულუმბეგოვის თქმით, 14 დღის განმავლობაში შესაძლოა დაინფიცირდეს 60 ათასამდე პირი და აქედან 600-მდე ინფიცირებული დაუღუპოს.

„აქ ხელშემშლელი ფაქტორი არის საარჩევნო პერიოდი, რაშიც ჩვენ ვართ. იმედს ვიტოვებ, რომ არჩევნების შემდგომ მაინც იქნება ხელფეხი გახსნილი. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ძალიან მძიმეა დღეში 5 000-მდე ადამიანის ინფიცირება - ეს ნიშნავს 14 დღის განმავლობაში 60 000-მდე ადამიანის ინფიცირებას. ეს არის უსერიოზულესი ციფრი და აქედან ერთი პროცენტი, 600-მდე ადამიანი ამ გადაწყვეტილებით დაიღუპება. ეს სწრაფად უნდა იყოს მიღებული, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, სანამ არ დასრულდება საარჩევნო პერიოდი“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up