ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, რა შემთხვევაში არ აცრიან მოქალაქეებს კოვიდვაქცინით

ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, რა შემთხვევაში არ აცრიან მოქალაქეებს კოვიდვაქცინით

access_time2021-03-13 11:53:28

„ტრადიციული ვაქცინებიცხასიათდებოდნენ ალერგიული რეაქციებით. მთავარი ალერგენები ტრადიციულ ვაქცინებშია - ტეტანუსი/დიფტერია/წითელა/წითურა და ა.შ. ვიცით, რომ ესენია ძირითადად ანტიბიოტიკები, კვერცხის კომპონენტები, ასევე არის ჟელატინი და ბევრი ასეთი ნივთიერება. მსგავსი ტიპის ნივთიერება მწარმოებლებმა ვაქცინაში არ შეიყვანეს. არც „ფაიზერმა“, არც „მოდერნამ“, არც „ასტრა ზენეკამ“ და არც „ჯონსონმა“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა

მისი თქმით, ტრადიციული ვაქცინაციისასმილიონ შემთხვევაში, აცრისასვლინდებოდა ერთი ანაფილაქსიური რეაქცია. „ესაა ყველაზე საშიში და რთული რეაქცია, რომელიც ძალიან სწრაფად და მწვავედ ვითარდება. შესაბამისად, ნივთიერება, რომელიც არის ვაქცინებში, „პოლიეთილენგლიკოლი“ „ფაიზერში“ და „მოდერნას“ ვაქცინაში, „ასტრაზენეკაში“ „პოლისორბატი“, არის ეჭვი, რომ ამ ნივთიერებებმა გამოიწვიოს შედარებით მეტი ალერგიული რეაქცია, ვიდრე ტრადიციული ვაქცინები იწვევდა. მილიონი ადამიანი თუ აიცრება, ალერგიული რეაქცია ექნება 5 ადამიანს“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა

ამასთან, კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში უკვე არსებობს კოვიდვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დაშვებული. „ჩვენ რამდენიმე ტრენინგი ჩავუტარეთ თბილისის ცენტრის და ქუთაისის ექიმებს, რომელთაც აცრები უნდა გააკეთონ. ამ პროტოკოლის მიხედვით, თუ ადამიანს აქვს სტანდარტული ალერგიული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, კანის და კვებითი ალერგია, შოკოლადზე, თაფლზე და ნაკბენზე ალერგია, მიუხედავად ამისა, ამ ახალი ვაქცინის გაკეთების წინაღობა არ არსებობს. ასეთი ადამიანი 30 წუთი მოიცდის იქ, სადაც ვაქცინა გაუკეთდება. თუ ცნობილია, ადამიანების ის კატეგორია, რომელთაც „პოლიეთილენგლიკოლსა“ და „პოლისორბატზე“ აქვთ რეაქცია და არ უკეთდებათ ვაქცინა, ამ ნივთიერებისაგანთავისუფალ ვაქცინას უნდა დაველოდოთ. ამ ადამიანებს, თუ ვაქცინის პირველ დოზაზე ექნებათ რეაქცია, მეორე დოზა არ გაუკეთდებათ“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.


imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up