Bihub - ახალი ქართული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობას აძლევს

Bihub - ახალი ქართული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობას აძლევს

access_time2020-12-19 19:00:15

რადიო კომერსანტის გადაცემა კომერსანტის დილაში შპს ენ ჯი თი ჯგუფის Business inteligence -ის მიმართულების ხელმძღვანელმა გელა შონიამ კომპანიის პროდუქტზე ბი.აი.ჰაბ -  ზე ისაუბრა.


BIhub  არის სიახლე ქართულ ბაზარზე, რომელიც კომპანიებს მონაცემთა მართვის კულტურის დამკვიდრებაში ეხმარება.


ეს არის პლატფორმა, სადაც ნებისმიერი ბიზნესის მფლობელს, ბიზნესის მმართველს, მკვლევარს თუ  სტუდენტს, ყველას , ვინც მონაცემებით არის დაინტერესებული შეუძლია შევიდეს საიტზე და მისთვის საინტერესო კომპანიის მონაცემებს გაეცნოს.

დღეს ციფრულ ეპოქაში მონაცემებზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

მონაცემებზე დაკვირვება ადამიანს გარკვეული მიგნებების შესაძლებლობას აძლევს, ეს მიგნებები კი ქმედებისკენ უბიძგებს.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ბიზნესის სამართავად მხოლოდ ერთი პარამეტრი მოგება-ზარალი  ან შემოსავლის მარჟა არ არის საკმარისი მაჩვენებელი.

როდესაც ახალ სექტორში შედიხარ არ შეიძლება, რომ  ბრმად  შეხვიდე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იცოდე რა ხდება ამ სექტორში,  რა ხდება ამ დარგში,  აქ საუბარია  ე.წ. Bench mark - ზე , უნდა  დაფიქრდე ღირს თუ არა ამ ბაზარზე შესვლა, ყოველთვის არის თუ არა ფანჯარა ახალი შესაძლებლობებისთვის. - აღნიშნავს გელა შონია. 


გელა შონიამ აღნიშნა, რომ პლატფორმა მომხმარებელს 26 000  ქართული კომპანიის უწყისების ანალიტიკის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, პლატფორმის  მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ მათი ანალიზი გააკეთოს, მოიძიოს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ამა თუ იმ დარგში, გაეცნოს კონკურენტების საქმიანობას და ნახოს მათი უპირტესობები. 


შონიას განმარტებით, პლატფორმა მომხმარებელს დააფიქრებს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მისი ბიზნესის გაუმჯობესებისთვის.


შემდეგი თემა, რასაც ჩვენ პლატფორმაზე ნახავთ, ეს  არის  ექსპორტ-იმპორტი. თუკი საქართველოში რამის იმპორტი ხდება, შეგიძლია ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით ნახო.

მაგალითად, საიდან შემოდის ხორბალი ან ნავთობი, შეგიძლია შეამოწმო რეგიონები და ამისთვის ძალიან მარტივი ოპერაციაა საჭირო

ძალიან მარტივად ერთ  ღილაკზე  თითის  დაჭერით, გრაფიკზე ინტერაქტიულ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ. -  აღნიშნავს გელა შონია.



Bihub - ის საშუალებით, მომხმარებელს ავტოპარკზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც აქვს, პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს  შეუძლია დაადგინოს  თუ რომელი ავტომობილია წელს ტრენდული, რა მდგომარეობაშია ძრავი და ა.შ.


პლატფორმაზე მომხარებელს შეუძლია გაეცნოს სადაზღვეო სექტორების ანალიტიკასაც , ნახოს უნივერსიტეტები.

მაგალითდ, თუ  ხარ  აბიტურიენტი ან ნებისმიეირი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი, შეგიძლია აბსოლუტურად  სრული ინფორმაცია მიიღო იმაზე თუ რა არჩევანი გააკეთა ამა თუ იმ აბიტურიენტმა და რომელი იყავი შენ.

ასევე სრული ანალიტიკა გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებითაც, მაგალითად შეგიძლია ნახო რამდენი იხარჯება ხუთი წლის ბავშვზე საყოველთაო ჯანდაცვიდან და ა.შ.

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა თემატიკის დამატებასაც -  აღნიშნავს გელა შონია.


კითხვაზე  თუ რა წყაროებზე დაყრდნობით აგროვებს ინფორმაციას, გელა შონია პასუხობს, რომ დღევანდელი ტექნოლოგიები ნებისმიერი ღია და საჯარო ინფორმაციის  მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. კონკრეტული რეპორტის ანალიზისთვის კომპანია საქასტატის მონაცემებს იყენებს.


ჩვენი კომპანია არის IT კომპანია, გვყავს რობოტები, რომლებიც ამ ყველაფერს მარტივად აკეთებენ,  რობოტს შეუძლია მარტივად შევიდეს საიტზე და გადმოტვირთოს მონაცემები, იქიდან საიდანაც ჩვენ კლიკს არ შეუძლია.

ყველაზე მთავარი რაც არის, ღილაკი გაძლევს  შესაძლებლობას, რომ იმ წყაროებიდან როგორიც არის საქ სტატი, შსს,  განათლების  სამინისტრო და სხვა ძალიან მარტივად წამოიღო ინფორმაცია,  ძალიან  სწრაფად დაამუშავო და მომხმარებელსაც სწრაფადვე მიაწოდო.

ამ ტექნოლოგიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ განსხვავებით სხვა მსგავსი პლატფორმებისგან, ინფორმაციის მისაღებად  ადამიანს დიდი რესურსის დახარჯვა არ სჭირდება, კლიკი ამას მარტივად აკეთებს. -  აღნიშნავს გელა შონია 


შონიამ კონკურენციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მათი პირველი კონკურენტი არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თუმცა მისივე განმარტებით, საქსტატის წყაროების ანალიზისას ერთერთი პრობლემა არის ფორმატი, შონია აღნიშნავს, რომ  ისინი ყველანაირ მონაცემს PDF  ფორმატში ტვირთავენ და როდესაც აკეთებ 5 წლის ანალიზსს ეს უკვე  დიდ შრომასთან არის დაკავშირებული.


საფინანსო ინსტიტუტებს ამის  ფუფუნება აქვთ, მათ ჰყავთ დიდი სამსახური, რომელიც  ამ ყველაფერს აკეთებს,  მაგრამ  როცა  ვსაუბრობთ საშუალო და პატარა ბიზნესზე და ეს ბიზნესი მუშაობს იმპორტზე, იმპორტიორს  უწევს საქსტატის სამსახურიდან პდფ ფაილის  ჩამოტვირთვა, ამ ფაილის ექსელში გადაყვანა და შემდეგ ამ უზარმაზარ იფნრომაციაში მისთვის  სასურველი მონაცემების ძებნა.

ამ ყველაფრის ნაცვლად ჩვენი პლატფორმა იძლევა საშუალებას, რომ მარტივად შეხვიდე და ნახო დინამიკა.

დღეს უმეტესი ბიზნესი არა მონაცემებზე, არამედ საკუთარ ინტუიციაზეა დაყდრნობილი.  ის რომ  პირობითად პრიუსი კარგად იყიდება,  ეს არის მოცემულობა, რომელიც ყველამ კარგად ვიცით ,მაგრამ ციფრების  დონეზე რა და როგორ ხდება არ  ვიცით.

ჩვენი პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ შეამოწმო ბოლო ერთი წლის განმავლობაში  რა იყიდება , რატომ არის მაგალითად თეთრი ფერი ტრენდული და ა.შ.   აღნიშნავს გელა შონია 


Bihub პანდემიის  პერიოდში მოფიქრებული პლატფორმაა და რამდენიმე თვეა რაც მუშაობს , გელა შონია აღნიშნავს რომ მისი კომპანია პლატფორმის პოპულარიზაცისთვის ყველაფერს აკეთებს.


ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან კარგი კონტენტი დავდოთ ,მომხმარებელს შესვლა აინტერესებდეს და მონაცემები იყოს  ვალიდური, ერთია რომ  რაღაც მონაცემები  არსებობს და მეორეა რამდენად დასაყრდენია ეს მონაცემები.

შესაბამისად,  ჩვენ ამას  ყველაფერს მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ და ყველანაირ  რესურს ვიყენებთ იმისთვის, რომ  ასეთი პლატფორმის არსებობის შესახებ იფორმაცია მაქსიმალურად  მეტ ადამიანს  მივაწოდოთ.-  აღნიშნავს გელა შონია


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up