კომპანის Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეითსი აცხადებს, რომ საზოგადოებამ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი უფრო სერიოზულად უნდა შეაფასოს, რადგან პანდემია ყველაზე რთულ ფაზაში გადავიდა.
„როდესაც ყველას გვეგონა, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა, ჩვენ, შესაძლოა, ახლა პანდემიის ყველაზე რთულ ფაზაში შევდივართ. „ომიკრონი“ თითოეული ჩვენგანის სახლში შევა. ჩემს ახლო მეგობრებს დაუდგინდათ კორონავირუსის ეს შტამი და მე ჩემი შვებულების გეგმების უმეტესობაც გავაუქმე”, - განაცხადა მან.
ბილ გეითსის თქმით, „ომიკრონი“ ისტორიაში ყველა ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება და ძალიან მალე ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იქნება.
„ჩვენ უნდა ვატაროთ პირბადე, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან და ავიცრათ. „ბუსტერ დოზით“ აცრა საუკეთესო დაცვაა. მჯერა, რომ თუ სწორ ზომებს მივიღებთ, პანდემია 2022 წელს დასრულდება“, - აღნიშნა მან.
bpn.ge