ბილ გეიტსის რეიტინგი Forbes 400-ის სიაში 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია

ბილ გეიტსის რეიტინგი Forbes 400-ის სიაში 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია

access_time2021-11-06 16:30:52

ბილ გეიტსის მრავალწლიანი დომინაცია ქვეყნის პირველი ან მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულის ფლობისათვის საბოლოოდ დასრულდა. 1991 წლის შემდეგ პირველად ტექნოლოგიური გიგანტის, Micsrosoft-ის დამფუძნებელი, Forbes 400-ის სიაში პირველ და მეორე ადგილებს აღარ იკავებს. შეგახსენებთ, რომ Forbes 400 შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას წარმოადგენს, რომლის სათავეში მოსახვედრადაც ბილ გეიტსის მფლობელობაში არსებული 134 მილიარდი აშშ დოლარი საკმარისი არ აღმოჩნდა. მისმა ქონებამ კონკურენცია ვერ გაუწია Amazon-ის, Tesla-სა და Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორების, ჯეფ ბეზოსის, ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის ქონებებს.

შესაბამისად, ბილ გეიტსი აღნიშნულ სიაში მეოთხე ადგილის მფლობელად  კვალიფიცირდა. თუმცა მხოლოდ საფონდო ბირჟა არ გახლავთ ის მიზეზი, რატომაც იმყოფება ამერიკელი მილიარდერი 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე. მიმდინარე წლის მაისში ის საკუთარ მეუღლეს, მელინდა გეიტსს გაშორდა, რის გამოც მას თავისი ქონებიდან დაახლოებით 5.6 მილიარდი აშშ დოლარის დათმობა მოუწია. ამ ქონების შენარჩუნების შემთხვევაში ახლა ბილ გეიტსი მარკ ცუკერბერგზე წინ იქნებოდა და მესამე ადგილს დაიკავებდა.

საინტერესოა, რომ ბილ გეიტსის ქონების დაახლოებით მეოთხედი Microsoft-ში მისი 1.3%-იანი წილიდან მოდის, რაც 31 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი ქონების დანარჩენი ნაწილი კი საინვესტიციო კომპანიიდან, Cascade Investment LLC-დან მოდის, რომლის წყალობითაც გეიტსს არაერთ კომპანიაში აქვს საკუთარი წილები.



წყარო: "ფორბს ჯორჯია"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up