მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ბილ გეითსმა Heineken Holding-ის მინორიტარული წილი იყიდა. ამის შესახებ ინფრომაციას reuters ავრცელებს. Microsoft- ის დამფუძნებელმა მანამდე თქვა, რომ ლუდის მოყვარული დიდად არ იყო.
მედიის ცნობით გარიგება 17 თებერვალს შედგა. ბილ გეითსმა აქციების სულ 3,76%, ანუ 6,65 მილიონი პირადად, ხოლო 4,18 მილიონი ტრასტის მეშვეობით, ფონდ Bill & Melinda Gates Foundation-თან ერთად შეიძინა, რომელიც ბილს და მის ყოფილ მეუღლეს, მელინდა გეითს აქვთ შექმნილი.