ბილაინი სახელს იცვლის და ოპერირებას სელფის ბრენდით აგრძელებს

ბილაინი სახელს იცვლის და ოპერირებას სელფის ბრენდით აგრძელებს

access_time2023-04-05 12:00:45

ბილაინი სახელს იცვლის და ოპერირებას სელფის ბრენდით აგრძელებს. სიახლის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.

 

სიხარულით წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ბრენდს Cellfie • სელფი. ამიერიდან ამ სახელით ვაგრძელებთ თქვენთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შექმნას.

 

„სელფის“ მიზანია მუდმივად ცვალებად სამყაროში მაქსიმალურად მოვერგოთ თქვენი ცხოვრების სტილს და ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს. „სელფის“ სურვილია შეგიქმნათ იდეალური გარემო იმისთვის, რომ გქონდეთ მრავალფეროვანი ინტერესებით სავსე ცხოვრება, შეგიწყოთ ხელი დაიწყოთ რაღაც ახალი და სრულად გამოხატოთ საკუთარი თავი. „სელფისთან“ ერთად გაქვთ შესაძლებლობა ტექნოლოგიური მიღწევების მეშვეობით მიიღოთ მომსახურება მარტივად და სწრაფად, ისე რომ მაქსიმალურად დაზოგოთ თქვენთვის ყველაზე ღირებული - დრო, რომელსაც საყვარელ ადამიანებს და საქმიანობას დაუთმობთ.

 


მართალია ბრენდი შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დარჩა ჩვენი ღირებულებები. ჩვენი ციფრული სამყაროს ცენტრში კვლავ მომხმარებლის კმაყოფილებაა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ენერგიით გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ სელფის სერვისებით სარგებლობისას მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ თავი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბევრი ვიმუშავეთ ახალი მომსახურებების შექმანაზე, რათა შემოგვეთავაზებინა მაქსიმალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი. მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ტარიფები  და ციფრული პროდუქტები. გაეცანით და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი.


 

ჩვენ გვესმის, რომ ცვლილებამ შეიძლება ბევრი კითხვა გაგიჩინოთ. გარწმუნებთ, რომ ახალ ბრენდზე გადასვლა არ შეგიქმნით დისკომფორტს. თქვენგან არ იქნება საჭირო რაიმე მოქმედების შესრულება. ნომრით და ჩართული მომსახურებებით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობთ. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი ერთგული მომხმარებელი და ჩვენთან ერთად აგრძელებთ მოგზაურობას. ჩვენ კი ვაგრძელებთ თქვენთან მეგობრობას სელფის სახელით.- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up