ბილაინის მხარდაჭერით გამართულ ონლაინ კონფერენციაზე Startup Touch ერთმანეთს სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს, აქსელერატორებსა და ერთმანეთს გაეცნენ

ბილაინის მხარდაჭერით გამართულ ონლაინ კონფერენციაზე Startup Touch ერთმანეთს სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს, აქსელერატორებსა და ერთმანეთს გაეცნენ

access_time2020-11-02 16:23:07

თბილისი, 3 ნოემბერი, 2020 - საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს სტარტაპ ღონისძებების მხარდაჭერას და საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამჯერად ბილაინმა სპოსორობა გაუწია ონლაინ კონფერენციის Startup Touch ჩატარებას. 

 

Startup Touch ეს არის ექსკლუზიური დისტანციური კონფერენცია, რომელიც აკავშირებს სტარტაპებს, ინვესტორებს, მენტორებს, აქსელერატორებს და მეწარმეებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2 დღიანი ღონისძიება ონლაინ ჩატარდა და მას დაეწსრო 200-მდე მონაწილე ევროპიდან, ისრაელიდან და მეზობელი ქვეყნებიდან - სტარტაპები, ინვესტორები, ბიზნეს „ენჯელები“, აქსელერატორები, სერვის პროვაიდერები და ტექ მედიების წარმომადგენლები. კონფერენციამ გააერთიანა ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: ფიჩინგი (Pitch Night), ბუთქემფი, პრეზენტაციები და ვორქშოფები, 1-1-ზე შეხვედრები ინვესტორებთან, მენტორინგი, ნეთვორქინგი და ქრეშ-ტესტი ინოვაციური იდეებისთვის.

 

შერჩეულმა სტარტაპებმა მონაწილეობა მიიღეს ორ დღიან ბუთქემფებში და დაესწრნენ მენტორების სესიებს, ასევე ცოცხალი ფიჩინგის  მეშვეობით თავიანთი სტარტაპების შესახებ ინფორმაცია გააცნეს ინვესტორებს და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს. ღონისძიება სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ნებისმიერ სტადიაში მყოფი პროექტების ავტორებისთვის. მონაწილეებმა ისარგებლეს Touch-ის სპეციალური პლატფორმით, რომლის მეშვეობითაც დაესწრნენ ვორქშოპებს, დასვეს შეკითხვები, წარადგინეს საკუთარი იდეები, დაუკავშირდნენ სხვა მონაწილეებს და ასევე ჰქონდათ საკუთარი ვირტუალური საგამოფენო ჯიხურები.

 


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მათ, ვინც ჩართულნი არიან ისეთ მიმართულებებში როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, 5G, რობოტიკა, ღრუბლოვანი სერვისები, აგროტექნოლოგიები, მომავლის მანქანები, საწარმოო ტექნოლოგიები და ეკოტექნოლოგიები.

 

„ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტებისა და ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სტარტაპების ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს და ვთვლით რომ ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კერძო სექტორის ჩართულობით.  ბილაინი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას  სტარტაპებთან სხვადასხვა მოდელით - მათ შორის გეგმავს და ახორციელებს საერთო  პროექტებსაც.“- აცხადებენ ბილაინში.

 

 

(R)


თეგები:
ბილაინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up