ბილაინის მხარდაჭერით მსოფლიოს უდიდეს თამაშების ჰაკათონს - Global Game Jam, საქართველო შეუერთდა

ბილაინის მხარდაჭერით მსოფლიოს უდიდეს თამაშების ჰაკათონს - Global Game Jam, საქართველო შეუერთდა

access_time2022-02-03 09:55:19

ბილაინის მხარდაჭერით, მსოფლიოში მობილური თამაშების შექმნის ყველაზე დიდ ყოველწლიურ ღონისძიება, Global Game Jam-ს, წელს საქართველოც შეუერთდა. 28-30 იანვარს თბილისში, სასტუმრო “თბილისი მოქსიში” 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. ასეთივე ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა და ათასობით კონკურსანტი გააერთიანა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების დანერგვას და დაეხმაროს მონაწილეებს ახალი უნარებისა და საინტერესო კონტაქტების შეძენაში. 




Global Game Jam- ში მონაწილეობა თავისუფალია და შეუძლია ყველას, ვინც 18 წლის და მეტისაა და აქვს ცოდნა, გამოცდილება ან ინტერესი როგორც მობილური, ასევე სამაგიდო თამაშების, დეველოპმენტის, დიზაინის, მუსიკის, ხელოვნების ან ნებისმიერი იმ დარგის/საგნის მიმართ, რაც თამაშის შესაქმნელად მნიშვნელოვანია. წელს ჰაკათონის შესარჩევი ეტაპი 50-მდე მონაწილემ გაიარა. მათთვის ღონისძიების პირველ დღეს ცნობილი გახდა Global Game Jam-ის გლობალური და ლოკალური თემები, რომლებზეც თამაშები უნდა შეექმნათ და ზუსტად ორ დღეში ჟიურისთვის წარედგინათ.



48 საათის განმავლობაში, კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ 10-მდე კომპეტენტურ მენტორთან, მიეღოთ რეკომენდაციები და დაეხვეწათ თავიანთი თამაში. ღონისძიებას არა მხოლოდ საკონკურსო, არამედ საგანმანათლებლო დატვირთვაც ქონდა - ჰაკათონის მონაწილეები სხვადასხვა ლექციებსა და სემინარებს დაესწრნენ  თამაშების ინდუსტრიაში არსებული სიახლეებისა თუ გამოცდილებების შესახებ. 





Global Game Jam-ის დასასრულს კი მონაწილე გუნდებმა გლობალურ და ლოკალურ თემებზე შექმნილი თამაშები ჟიურის 8 წევრს წარუდგინეს. კონკურსანტებს ღონისძიების პარტნიორებისგან სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდი parallax გახდა, რომელმაც  მთავარი პრიზი - 5000 ლარი და გლობალურ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა მიიღო. 



“ბილაინი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს  საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის შემოქმედებითი აზროვნებისა და ინოვაციურობის, ასევე ახალი იდეების წარმოშობისა და დანერგვის კომპეტენციის განვითარებას ახალგაზრდებში. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი თაობისთვის საინტერესო და მამოტივირებელი შესაძლებლებობების გაჩენას და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების გამომუშავებას. Global Game Jam ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა მობილური თამაშებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მოხარული ვართ, რომ უკვე თბილისიც შეუერთდა ასობით ლოკაციას მთელ მსოფლიოში და გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სფეროს განვითარებაში,“ - აღნიშნავს ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, სოფო ბალავაძე. 



ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიო უკეთესი ადგილი ხდება, როცა ბევრი შემოქმედებითი ადამიანია მასში. ამიტომ, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც მონაწილეებს მიეცემათ საკუთარი კრეატიულობის გამოვლენის საშუალება და თავადაც მიიღებენ თამაშის შექმნის პროცესით სიამოვნებას, ამასთან ინდუსტრიის განვითარებაშიც შეიტანენ წვლილს. ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ორი დღის განმავლობაში მაღალი ხარისხის პროექტები შეიქმნა. სწორედ ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავს პროექტებზე მუშაობას“ - ამბობს Hayk Asriyants, Startup Büro-ს თანამდაფუძნებელი და Global Game Jam Georgia-ს ორგანიზატორი.  




(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up