ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა

ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა

access_time2021-10-19 10:55:37

საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, ბილაინი, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის - NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. NASA Space Apps 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.  წლევანდელი Space Apps-ის ღონისძიება ონლაინ, 2-3 ოქტომბერს ჩატარდა და 28,286 მონაწილე ყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.



საქართველოში ჰაკათონი Tbilisi Startup Büro-ს ორგანიზებით და კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერით ტარდება. პროექტი ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს NASA-ს მიერ წარმოდგენილი გამოწვევიდან ერთ-ერთის გადაწყვეტა მოიფიქრონ, გაიმარჯვონ, მიიღონ ფულადი პრიზები და გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლონ.



NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდი კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისგან შედგება: დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე. გუნდმა 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგო ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.




ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს  საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერას. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლებობების გაჩენას და მათ მოტივაციას.   Tbilisi Startup Büro-სა და ბილაინს შორის თანამშრომლობა NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში პირველად 2019 წლის ოქტომბერში შედგა და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.



„ბილაინი მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციების განვითარებას და ხელი უწყობს ახალგაზრდების მოტივაციას შექმნან ახალი. ჩვენ 2019 წლიდან NASA Space Apps-ის პარტნიორები ვართ და გვეამაყება რომ, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინტერესო იდეა გაჩნდა ჰაკათონზე. გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ქართველი მეცნიერები და NASA-სთან აქტიურად ითანამშრომლებენ მსოფლიოს პრობლემების გადაჭრის მიზნით.“ - აცხადებენ ბილაინში.



„მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს, კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და წარმატებები ვუსურვო გლობალური პრობლემების მოგვარებაში. NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ჩვენ მომავალ წელს შევხვდებით, უკვე აბასთუმნის ობსერვატორიაში, სადაც გვჯერა, რომ ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ. მონაწილეები დედამიწაზე და კოსმოსში პრობლემების დაძლევაში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ჩვენს პარტნიორებს. სწორედ მათი ჩართულობით ვახერხებთ გავზარდოთ მასშტაბები და კიდევ უფრო მეტ მონაწილეს მივცეთ მოტივაცია, ჩაერთონ მსოფლიო პრობლემების მოგვარებაში“,  -გური ქოიავა, ღონისძების თანაორგანიზატორი.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up