ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ

access_time2020-10-05 18:02:17

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერი უკვე მეორედ არის.  Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეჯიბრი საქართველოში ონლაინ, 2 – 4 ოქტომბერს ჩატარდა.


NASA Space Apps Challenge მსოფლიოს 225 სხვადასხვა ადგილას, 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და  მიზნად ისახავს ისეთი ინოვაციური იდეების გენერირებას, რომლებიც  კაცობრიობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება. NASA Space Apps Challenge -ში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევით, ასევე კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით.  წელს NASA -ს განსაზღვრული ქონდა 22 გამოწვევა, რომელიც 6 კატეგორიაში განაწილდა: დაკვირვება, ინფორმირება, შენარჩუნება, შექმნა, დაპირისპირება, დაკავშირება. გამარჯვებულმა გუნდებმა ფულადი პრიზები მიიღეს და ახლა NASA -ს გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობენ.


ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველ ადგილზე გუნდი Fire Detectors გავიდა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ: კარლო თევზაძე, მარიამ შერეშაშვილი და გიორგი ტყებუჩავა. ჰაკათონის მეორე გამარჯვებული გუნდი The Two Degrees გახდა, რომელიც ოთხ მეთერთმეტე კლასელ სკოლის მოსწავლეს აერთიანებს: დავით დომუზაშვილი, ნიკა სვანიძე, ნიკა გაფრინდაშვილი და ალექსანდრე ლაშქარავა.



„პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა დავსახეთ, რომელიც ერთ საერთო მიზნამდე მიდიოდა იქამდე აღმოეჩინა ხანძრის კერა ჩვენ მიერ შექმნილი ბადეს მეშვეობით, სანამ ხანძარი პატარა მასშტაბს გაცდებოდა ზოგ შემთხვევაში გაჩენამდეც ევარაუდა და დაკვირვება გაეძლიერებინათ ამ წერტილებში. პროექტი მიზნად ისახავს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რომელიც დაამუშავებს წარსულ მონაცემებს ხანძრებთან მიმართებაში ლოკაციების მიხედვით, ასევე გაითვალისწინებს ამინდის პროგნოზს, წელიწადის დროს, კვირის დღეებს, ტყის განაშენიანების არეას, ტურისტულ მარშრუტებს და ა.შ. ყველა იმ დეტალს რომელსაც ეფექტის მოხდენა შეეძლება ხანძრის წარმოშობასთან დაკავშირებით,“- აღნიშნავს Fire Detectors -ის წევრი, მარიამ შერეშაშვილი.


„ჩვენ გვჯერა რომ ემისიების სტატისტიკის ლოკალურ დონეზე დაყვანა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ. ჩვენი პროექტის მიზანია დავეხმაროთ რეგიონალურ მთავრობებს კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ღონისძიებების განხორციელებაში და საქართველოს GHG ემისიების პარიზის ხელშეკრულების მიხედვით 25%-ით შემცირებაში. პროექტი მოიცავს კოდს რომელიც მარტივად შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა ქვეყნების ემისიების რეგიონალიზაციისთვის,“- ამბობს დავით დომუზაშვილი, The Two Degrees -ს წევრი.


ბილაინი აქტიურად აგრძელებს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერას და მომართულია ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების სტიმულირებაზე.  Tbilisi Startup Bureau -სა და ბილაინს შორის თანამშრომლობა NASA Space Apps Challenge -ის ფარგლებში პირველად 2019 წლის ოქტომბერში შედგა. 


(R)



თეგები:
ბილაინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up