ბილაინის მხარდაჭერით თბილისში ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა

ბილაინის მხარდაჭერით თბილისში ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა

access_time2022-11-01 13:55:16

ბილაინის მხარდაჭერითა და კომპანია DEGAMEFI-ს ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებამ 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა 1200-ზე მეტ ადამიანს, მოწვეულ და საერთაშორისო ექსპერტ სპიკერებს, საინვესტიციო ფონდებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სტარტაპებს, არტისტებს, დეველოპერებს და ზოგადად ამ სფეროს წარმომადგენლებს.


გარდა მთავარი საკონფერენციო მსვლელობისა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 5 სხვადასხვა შინაარსის სივრცე: ბიზნეს ექსპო, სტარტაპ კონკურსის ოთახი, ტექ ოთახი, ნფტ გალერეა და სპეციალური სტუმრების ზონა.



სტუმართა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ნფტ გალერეამ და ტექ ოთახმა, სადაც ორი დღის განმავლობაში არ წყდებოდა ვიზიტორთა და მსმენელთა ნაკადი. ტექ ოთახში გაიმართა ტექ ლექციები და ვორქშოპები, სადაც აქტიურად ჩაერთო სტუმართა ის ნაწილი, რომელსაც ტექნიკური ცოდნის გაღრმავება სურდა.




ნფტ გალერეაში კი, გარდა საგამოფენო ნამუშევრებისა გათვალისწინებული იყო ყველა ის პირობა, რაც ვიზიტორებისთვის კომფორტულ გარემოს. გალერეაში წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნფტ პროექტის – #CRYPTOPUNKS-ის ნამუშევარი. ბიზნეს ექსპოს სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების ინსტალაციები. განსაკუთრებულად საინტერესო კი –  ვებ 3 თამაშების კომპანიების ინსტალაციები იყო. ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე ეთამაშათ და დაეტესტათ ესა თუ ის პროდუქტი და თამაში, მიეღოთ მონაწილეობა გათამაშებებში და მოეგოთ პრიზები.




ღონისძიების მეორე დღეს გაიმართა სტარტაპ კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო 12 ადგილობრივმა და საერთაშორისო სტარტაპმა. კონკურსის შედეგად, გამოვლინდა ორი გამარჯვებული და გადაეცათ დაწესებული პრიზები.






ბილაინი ციფრული სტრატეგიისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს საქართველოში ციფრული და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერას. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნული სფეროების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.


შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

ბილაინის შესახებ

მობილური ოპერატორი შპსვიონი საქართველო“, სრულად ქართული კომპანიაა რომელიც ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.4 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბილაინს წამყვანი პოზიცია უკავია ბაზარზე საკუთარი მომხმარებლის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებლით, რომელიც 76%- აღწევს. ბილაინი ასევე წამყვანია ბაზარზე 4G ტექნოლოგიის გამოყენების მიხედვით, რომლის წილიც მისი აბონენტების მიერ ინტერნეტის მოხმარებაში 92.5%- შეადგენს.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up