გერმანული გამოცემა Bild-ი საფეხბურთო კლუბ „შალკეს“ ფეხბურთელების მაისურებზე გამოსახულ „გაზპრომის“ სასპონსორო რეკლამას დაფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს.
„გაზპრომი“ „შალკეს“ სპონსორი 2007 წლიდან არის, თუმცა დონბასში არსებული სიტუაციის გამო გამოცემამ გადაწყვიტა დაფაროს რუსული სახელმწიფო კომპანიის ლოგო, რომელიც გამოსახულია ფეხბურთელების მაისურებზე და დაფაროს ის წარწერით „დიდება უკრაინას“.
Bild-ის ინფორმაციით, ის ცენზურის ქვეშ მოაქცევს ყველა ფოტოს მის ნაბეჭდ პროდუქციაზე და ასევე საიტებზე, სადაც გამოსახული იქნებიან „შალკეს“ ფეხბურთელები ამ მაისურებით.
„გაზპრომს“ „შალკესთან“ კონტარქტი გაფორმებული აქვს 2025 წლამდე. რუსული კომპანია მეორე ბუნდესლიგაში გამომავალს გუნდს წლიურად 9 მლნ ევროს უხდის, ხოლო თუ ის უმაღლესი ლიგაში გადავა, კომპანია მას 15 მლნ ევროს გადაუხდის და კიდევ 3 მილიონს ბონუსის სახით.
BPN.GE