BILETEBI.GE კანონის მიღებას ითხოვს, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს არაპროფილური ბიზნესების ფლობას შეუზღუდავს

BILETEBI.GE კანონის მიღებას ითხოვს, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს არაპროფილური ბიზნესების ფლობას შეუზღუდავს

access_time2023-01-16 13:10:07

BILETEBI.GE-ს ოფიციალური განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში აქტიურად ახორციელებს ქართული ონლაინ ბიზნესების შესყიდვას, რასაც თან სდევს კონკურენტების ჩამოშორება ყველა მის ხელში არსებული მექანიზმით - იქნება ეს ფინანსური, საინფორმაციო თუ საკრედიტო საშუალებები.


„აღნიშნული პოლიტიკის შედეგად ხდება ჩვენს სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ჟანგბადის სრული გადაკეტვა, რადგან საბანკო ზეწოლით ბანკი ახერხებს გააფორმოს ექსკლუზიური კონტრაქტები სხვადასხვა სერვისის მომწოდებელთან, რაც კრიტიკულია ჩვენნაირი ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ ონლაინ ბიზნესის ფუნქციაა დააკავშიროს მომხმარებელი სერვისის მომწოდებელთან.


თუ ასე გაგრძელდა, ბაზარზე დარჩება ერთი და უკონკურენტო მოთამაშე, რაც დააზიანებს ყველას.




ამის თავიდან ასაცილებლად, ჩვენი აზრით, აუცილებელია რაც შეიძლება მალე მიღებული იქნას კანონი, რომელიც შეუზღუდავს საფინანსო ინსტიტუტებს არაპროფილური ბიზნესების ფლობას ან როგორც მინიმუმ, აკრძალავს ექსკლუზიური კონტრაქტების გაფორმებას სერვისის მონოპოლისტ მომწოდებლებთან.



ჩვენი მხრივ, ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა და პირველ რიგში საკანონმდებლო და ანტიმონოპოლიურ ორგანოებთან, რათა მოხდეს ამ კანონის ისეთი სახით მომზადება, რითიც ის დაიცავს ბიზნესის ამ სფეროს კონკურენტული გარემოს ჩამოშლისაგან“,  განმარტავენ BILETEBI.GE-ში. 


„კომერსანტი“ კონკურენციის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კონკურენციის უწყება აღნიშნული საკითხით დაინტერესებულია, კონსულტაციების შემდეგ კი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.


თეგები:
BILETEBI.GE



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up