„თიბისიმ კინოთეატრების ბილეთების გაყიდვა შეგვიჩერა და ექსკლუზიური უფლება ონლაინ რეალიზაციაზე თვითონ აიღო“-  biletebi.ge-ს დირექტორი

„თიბისიმ კინოთეატრების ბილეთების გაყიდვა შეგვიჩერა და ექსკლუზიური უფლება ონლაინ რეალიზაციაზე თვითონ აიღო“- biletebi.ge-ს დირექტორი

access_time2023-01-18 16:00:30

„Biletebi.ge-ს თიბისი-მ კინოთეატრების ბილეთების გაყიდვა შეგვიჩერა და  ექსკლუზიური უფლება ონლაინ რეალიზაციაზე თვითონ აიღო“- ამის შესახებ ინფორმაციას biletebi.ge – ს დირექტორი და  თანადამფუძნებელი დავით მიზანდარი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ავრცელებს.

 

 

მიზანდარი წერს, რომ TBC – მ ყველანაირი ტენდერის და ფასთა მოკვლევის გარეშე კინოთეატრის  ბილეთების  ექსკლუზიური გაყიდვის უფლება აიღო.

 

 

„კომერსანტი“  დავით მიზანდარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

 

 

„თიბისი არ არის ბანკი, ეს არის სიბოროტის საამქრო, რომელიც საკუთარ კეთილდღეობას სხვისი მოსპობით აღწევს...

 

 

 

მისი შვილობილი კომპანია - TKT, რომლის უკვე 100%-იანი ბატონ-პატრონი თიბისი გახდა, საბილეთო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის მაგივრად, რისი მიღწევაც შეუძლია მრავალი მარკეტინგული აქტივობით, ბანკის ფულადი რესურსების ხარჯზე იღებს ბილეთების ექსკლუზიური გაყიდვის უფლებას, ყველანაირი ტენდერის, ანდა ფასთა მოკვლევის გარეშე. სქემა მარტივია, ბანკი ასპონსორებს ორგანიზაციას, ხოლო TKT იღებს გაყიდვების ექსკლუზივს.

 

 

 


ამჯერად, ჩვენ, Biletebi.ge-ს თიბისი-მ შეგვიჩერა კინოთეატრების ბილეთების გაყიდვა და თვითონ აიღო ექსკლუზიური უფლება ონლაინ რეალიზაციაზე ზემოთ ხსენებული სქემით.

 

 

 

ჩვენთან კინოები გუშინ გამოირთო....

 

 

 

Biletebi.ge-შევქმენით 2008-წელს, როდესაც საქართველოში სიტყვა „სტარტაპი“არ არსებობდა, არც დაფინანსება, არც ინტერნეტი იყო ასე გავრცელებული, არც სმარტფონები და საბანკო ბარათიც იშვიათად თუ ვინმეს ჰქონდა. საკუთარი ხელფასებით და ყველა შესაძლო რესურსებით ვაშენებდით ამ საბილეთო ინდუსტრიას. 6 წელი დაგვჭირდა ამისთვის რომ პირველი რეალური ნაბიჯები გადაგვედგა და მომხმარებელი მიგვეჩვია ონლაინ შეძენას, რაც დღეს ჩვეულებრივი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია..

 

 

 

მაშინ მხოლოდ ქართუ ბანკს ჰქონდა ელ.კომერციის მოდული და რუსთაველის თეატრის და კინოს გაყიდვები 2009 - 2010 წლიდან დავიწყეთ, შემდეგ თიბისისთან კომუნიკაციით და ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით თიბისის ელ.კომერციის მოდულის დახვეწა/მოდიფიკაციაში ჩვენი წვლილიც კი შევიტანეთ, რომ გამართულად ემუშავა საბილეთო პლატფორმებზე.

 

 

 

აქამდე თიბისი-ჩვენი პარტნიორი იყო და დღევანდელი მათი ნაბიჯი არა ბიზნესების მხარდაჭერაა არამედ სიბოროტე! მხოლოდ თვითონ, მხოლოდ ბანკი, მაგრამ აქ სიტყვა ბანკის ხსენებაც კი ზედმეტია, მეტიც მათი „ბიზნეს დაჯილდოებაც“ ფარსია როდესაც სხვას უნგრევ ბიზნეს, სტარტაპერიც ფარსია, რომელიც ვითომ ზრდაში უწყობს ხელს, რომ მერე ისიც გადაიფორმოს.

 

 

 

მათი სლოგანებიც - „შენ გვერდით შენი ბანკია“, „ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს“ ესეც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა და ფარსია! თიბისისთან ნებისმიერი კავშირი დამანგრეველია ბიზნესისთვის.

 

 

 

ყველანაირ გზას მივმართავ იმისათვის, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნო ამ სარეველა წარმონაქმნისგან!“ - წერს დავით მიზანდარი.

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up