ბინა $360 ათასად: ევროპასა და აშშ–ში მოთხოვნის ბუმმა ბინები რეკორდულად გააძვირა

ბინა $360 ათასად: ევროპასა და აშშ–ში მოთხოვნის ბუმმა ბინები რეკორდულად გააძვირა

access_time2021-08-18 20:00:04

მოლოდინების საპირისპიროდ, პანდემიის პერიოდში ბინების ფასი მხოლოდ ძვირდებოდა. „ქვეყნების უმრავლესობაში პანდემიის დაწყებისას ბინები კი არ გაიაფდა, არამედ გაძვირდა, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში შთამბეჭდავი ზრდაც დაფიქსირდა, – ამბობს პლატფორმის Prian.ru მთავარი რედაქტორი ფილიპ ბერეზინი. – ამის მიზეზი რეკორდულად დაბალი პროცენტები იპოთეკაზე, ბანკებში რეკორდულად მცირე დეპოზიტების პირობებში და ცენტრალური ბანკების ფინანსური ნაკადები ეროვნული ეკონომიკების აღორძინებაში. შიდა მოთხოვნაც გაიზარდა. ხალხმა უფრო აქტიურად დაიწყო ახალი სახლების ძიება, რადგან ამა თუ იმ მიზეზის გამო აღარ აკმაყოფილებდათ არსებული სახლები“.


რეკორდული ფასი


ივლისის მიწურულს აშშ–ში სახლის საშუალო ფასმა $300 000 შეადგინა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე 17%–ით მეტია, ამბობს ბერეზინი უძრავი ქონების ამერიკულ პორტალზე Zillow დაყრდნობით. ამერიკელი რითეილერების ეროვნული ასოციაციის (NAR) მონაცემებით, მეორედ ბაზარზე ობიექტის საშუალო ფასი რეკორდულ $363 000–მდე გაიზარდა და 23%–ით აღემატება 2020–ის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელს.


არ ჩამორჩება გერმანიაც. Tranio–ს მონაცემებით, რომელსაც Forbes გაეცნო, საცხოვრებელ ფართებზე ფასების წლიურმა ზრდამ მეორე კვარტალში 11% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალთან შედარებით – 2,4%. ბინის ერთი კვადრატული მეტრის ფასი ქვეყნის 5 მეგაპოლისში მეორად ბაზარზე საშუალოდ 2 492 ევრომდე გაიზარდა, ხოლო ახალაშენებული სახლების ფასი 8%–ით ავარდა, წერს Prian.ru უძრავი ქონების პორტალზე Immoscout24 დაყრდნობით.


Tranio–ს მონაცემებით, საფრანგეთში ბინები, პირველ კვარტალთან შედარებით, 5%–ით გაძვირდა და კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 2 900 ევროს შეადგენს. ილ–დე–ფრანსში (პარიზის რეგიონი) პირველ ექვს თვეში ფასები წლიურ გამოსახულებაში 9%–ით არის გაზრდილი, 2020–ის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წერს ფრანგული გამოცემა Connexion უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტოს Century 21 მონაცემებზე დაყრდნობით.



დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში ფასების ნაკლებად აგრესიული დინამიკა შეინიშნება. გაერთიანებულ სამეფოში ივლისში ფასები 8%–ით გაიზარდა, 2020–ის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი წლიური ზრდის მაჩვენებელია. მაგრამ ერთი თვით ადრე, ივნისში, ფასები რეკორდულად, წლიურ გამოსახულებაში 13%–ით გაიზარდა.


ესპანეთში, მეორე კვარტლის მონაცემებით, უძრავი ქონების საშუალო ფასი წელიწადში 2%–ით გაიზარდა. უძრავი ქონების შეფასების ესპანური სააგენტოს მონაცემებით, ახალაშენებულ კორპუსში ბინის საშუალო ფასი 223 000 ევროს შეადგენს, ანუ კვადრატული მეტრი 2 482 ევრო ღირს. ეს მაჩვენებელი წლის განმავლობაში 0,4%–ით არის გაზრდილი. ახალი ბინების შეძენის მხრივ ყველაზე ძვირი რეგიონებია კატალონია (3 992 ევრო კვ/მ), მადრიდი (3 682 ევრო კვ/მ) და ბასკების ქვეყანა (2 762 ევრო კვ/მ). ყველაზე ბიუჯეტურია ესტრემადურა (1 265 ევრო კვ/მ) და მურსია (1 209 ევრო კვ/მ).

Forbes


თეგები:
ბინა ფასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up