მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა ამერიკულ დოლარში საბანკო ტრანზაქციების განუსაზღვრელი ვადით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, შეზღუდვა შეეხება პირდაპირ საბანკო ტრანზაქციების, რომლებიც SWIFT-ის სისტემის მეშვეობით ხორციელდებოდა. Binance-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფუნქციით კრიპტობირჟის მომხმარებლების მხოლოდ 0.01% სარგებლობს, კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა კი ციფრულ საგადახდო სისტემებს იყენებს.
ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მომხმარებლებმა Binance-ის პლატფორმიდან თითქმის 200 მილიონი დოლარი გაიტანეს.