Binance, Starlink, GWP - 2022 წლის მთავარი ბიზნეს გარიგებები საქართველოში

Binance, Starlink, GWP - 2022 წლის მთავარი ბიზნეს გარიგებები საქართველოში

access_time2022-12-26 10:00:49

2022 წელს საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი ბიზნეს გარიგება დაიდო. „კომერსანტი“ გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე მნიშვენლოვან ბიზნეს მოვლენას, რომლითაც მიმდინარე წელი გამორჩეული იყო:


Binance საქართველოში ოფისს გახსნის და ინვესტიციებს ჩადებს


უმსხვილესი საერთაშორისო ბირჟის - Binance CZ-ის დამაარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჩანპენ ჩჟაომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყანაში Binance-ის გუნდს უკვე 2 წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ აპირებს, რომ საქართველოში ოფისი გახსნას, ადგილობრივი გუნდი გაზარდოს, კრიპტოს განვითარებაში მეტი საგანმანათლებლო ძალისხმევა ჩადოს და სხვა ბლოკჩეინებშიც განახორციელოს ინვესტიციები.

მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას - Binance-ს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს. ფორბსის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება 17,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.


ილონ მასკის კუთვნილი Starlink საქართველოშია


პირველად საქართველოში, კომპანია „გრინნეტმა“ თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამა Starlink-ი ჩამოიტანა. საქართველოში ორი Starlink-ი SpaceX-თან შეთანხმებით ჩამოიტანეს.

„Starlink-ის სერვისი საქართველოში ჯერჯერობით ოფიციალურად არ გააქტიურებულა, ჩვენ Starlink-თან შეთანხმება გვაქვს, რომ კონკრეტული კლიენტებისთვის და პროექტებისთვის სადემონსტრაციოდ და სატესტოდ გაამართვინებდნენ. თუმცა ოფიციალურ ჯერ არ გაშვებულა. ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში გაეშვება, რაც ოფიციალურად უკვე გამოცხადდა. Starlink-ის წარმომადგენელი რამდენჯერმე საქართველოში იყო, კომუნიკაციის კომისიასთანაც ჰქონდა ურთიერთობა“ – განაცხადა „გრინნეტის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა დავით ბოლქვაძემ.



საქართველოს მთავრობა „ბორჯომის“ აქციონერი გახდა


13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73%-იანი წილი გადაეცა. შედეგად, კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49%-მდე შემცირდა. მხარეებს შორის შეთანხმებით, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი. ნოემბერში მთავრობამ „ბორჯომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დანიშნა.

აქციების გადაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, უკრაინაში მიმდინარე ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, „ბორჯომმა“ ქარხნების დახურვის შესახებ განაცხადა. 19 პარილს „IDS ბორჯომი საქართველომ“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლითაც კომპანიის მფლობელი გამოხატავდა მზადყოფნას მთავრობისთვის აქციების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.


ესპანურმა Aqualia-მ GWP იყიდა


2022 წლის საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში ბოლო წლების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა. „საქართველოს კაპიტალმა“ მისი შვილობილი კომპანია Georgian Global Utilities-ის (GGU) საკონტროლო პაკეტი ესპანურ გიგანტს, AQUALIA-ს მიჰყიდა.  გარიგება 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდა და მის ფარგლებში Aqualia-მ თბილისის წყალმომააგებაზე პასუხისმგებელი GWP შეისყიდა. კომპანიის 80%-იანი წილის სანაცვლოდ ინვესტორმა $180 მილიონი დოლარი გადაიხადა.

მთლიანობაში GWP-ის აქტივების ღირებულება 225 მილიონი დოლარია და Aqualia 2025-2026 წლებში კომპანიის დარჩენილი წილის გამოსყიდვასაც გეგმავს. Aqualia ევროპაში მეოთხე უდიდესი წყალმომარაგების კომპანიაა, ხოლო მეცხრე მსოფლიოში.


პირველი ციფრული ბანკი საქართველოში


2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს პეისერა საქართველოზე, ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. ციფრული მოდელის გათვალისწინებით, პეისერა საქართველოს მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება დისტანციურად ფილიალებისა და სერვის ცენტრების გარეშე.

სს „პეისერა საქართველოს“ დირექტორატში არიან გიორგი ჩრდილელი, დიმისტრი ქუმსიშვილი და ირაკლი თოიძე. სს პეისერა საქართველოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება.







თეგები:
Binance Starlink GWP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up