„ბინები ან არ აშენდება, ან ძვირი იქნება“, - ირაკლი როსტომაშვილი

„ბინები ან არ აშენდება, ან ძვირი იქნება“, - ირაკლი როსტომაშვილი

access_time2022-03-21 11:00:51

„ბინები ან არ აშენდება ან ძვირი იქნება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი როსტომაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სამშენებლო მასალებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები უახლოეს მომავალში უძრავ ქონებას გააძვირებს. ირაკლი როსტომაშვილის ამბობს, რომ საქართველოში უძრავი ქონების საშუალო ფასი 800 დოლარი არასდროს იქნება. ბიზნესმენის აზრით, ეს თანხა 1 000 დოლარამდე გაიზრდება.

       

„უძრავი ქონების ფასი, რა თქმა უნდა, გაიზრდება, რადგან არმატურის ფასი გაორმაგდა, სამშენებლო მასალების იმპორტი გაძვირდა, ბეტონი, ინერტული მასალები, ყველაფერი, რისგანაც მშენებლობა შედგება, გაძვირდა. შესაბამისად, ბინები ან არ აშენდება, ან ძვირი იქნება. მე ყველაზე მეტად მაშინებს ის, რომ უბრალოდ მყიდველი აღარ იქნება.

 

გამოვრიცხავ, რომ კვ.მ. გასაყიდი ფასი 800 დოლარი ოდესმე კიდევ ღირდეს, რადგან ბინები იაფად ვეღარ აშენდება. მხოლოდ არმატურა, რომელიც 700 დოლარი ღირდა, ახლა 1 200 დოლარი ღირს. 1 000 დოლარზე ნაკლები გასაყიდი ფასი მშენებლისთვის არარენტაბელური იქნება, აზრი არ ექნება.

 


ჩემი ვარაუდით გაყიდვები შემცირდება იმიტომ, რომ პროცესს ეკონომიკური ზრდა ვერ ეწევა. ვფიქრობ, რომ მოსახლეობის გარკვეული კატეგორია ბინის შეძენას ვერ შეძლებს. 100 კვ.მ ბინა თუ ღირდა პირობითად 75 000 დოლარი, ახლანდელ პირობებში 100 000 დოლარზე ნაკლებად ვერ გაიყიდება. მშენებელი თავისი ხარჯით ხომ არ ააშენებს? მგონია, რომ ბევრი სამშენებლო კომპანია, რომელსაც მიმდინარე პროექტები აქვს სერიოზულ პრობლემებში იქნება. იმედია მთავრობის ეკონომიკური გუნდ ამ საკითხზე ფიქრობს“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7 პროცენტიანი მატებით, რამაც 1.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.


წინა 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 14.1 პროცენტით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6 პროცენტიანი ზრდით. რაც 11.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up